შესაძლებელია თუ არა გავაკონტროლოთ დოკუმენტში რომელიმე სურათი ბოლომდე ჩამოიტვირთა თუ არა? თურმე შესაძლებელია
გუშინ ღამე ჩემმა მეგობარმა (ირაკლი კობიაშვილი) მკითხა ამის შესახებ და პირველად დავფიქრდი ამ საკითხზე, არასოდეს არ დამჭირვებია მსგავსი რამის გაკეთება(და არც მომხვედრია თვალში არასოდეს მსგავსი რამ) და არც ვიცოდი თუ img ელემენტს ეს მოვლენა გააჩნდა. არადა w3c – ზე ამ ელემენტის მოვლენების აღწერიდან თუ გადავალთ (intrinsic events) ბმულზე, onload მოვლენა სიაში პირველი წერია, თუმცა img ელემენტზე არაფერი არ არის ნახსენები… სრულად »
პოსტები ტეგით “JavaScript”
img ელემენტის onload მოვლენა
ტეგები: JavaScript
ელემენტის innerHTML თვისების გამოყენება
მიუხედავად იმისა რომ ელემენტის innerHTML თვისება არ არის w3c სტანდარტის მიერ დამტკიცებული, დღესდღეობით იგი წარმოადგენს დეფაქტო სტანდარტს და ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ვებ აპლიკაციებში რაც გამოწვეულია იმით რომ იგი ბევრად სწრაფია w3c DOM ფუნქციებთან შედარებით. ამ თვისების გამოყენება შესაძლებელია ყველა თანამედროვე ბროუზერში თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ მის გამოყენებას ახლავს გარკვეული სირთულეები, კერძოდ კი table და form ელემენტებთან მუშაობის დროს. სრულად »
ტეგები: JavaScript, JavaScript DOM
დინამიური ივენთ ჰენდლერები
ჩემდა სამარცხვნოთ მინდა ვაღიარო რომ ვერაფერი მოვუფიქრე ამ პოსტის სათაურს და პირდაპირ დავწერე “ივენთ ჰენდლერები” თუმცა თუ ალტერნატივას შემომთავაზებთ გადავარქმევ სახელს
რაც შეეხება თავად პრობლემას(თუმცა პრობლემა ცალსახად მხოლოდ Internet Explorer – ში გვხვდება) მის წინაშე დღეს ჩემი მეგობარი აღმოჩნდა(რომელიც არ არის JavaScript დეველოპერი) და მკითხა თუ ვიცოდი რაიმე ამის შესახებ… საბედნიეროდ თავის დროზე საკმაოდ მაწვალა იგივე საკითხმა და პასუხი მქონდა, იმედია სხვა კოლეგებსაც გამოადგებათ ეს რეცეპტი… სრულად »
ტეგები: IE Sucks, JavaScript
JavaScript მოვლენების მინიმიზაცია HTML კოდში
წინა სტატიში საუბარი მქონდა CSS სელექტორების მინიმიზაციაზე. თუმცა გარდა id და class ატრიბუტების გამოყენების მინიმიზაციისა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია JavaScript მოვლენების გამოყენების მინიმიზაცია HTML კოდში, რისი რეალიზაციას არცთუ ძალიან რთულია და თავისუფლად არის შესაძლებელი Event ობიექტისა და მისი target და srcElement თვისებების მეშვეობით. სრულად »
ტეგები: JavaScript
JavaScript WTF Vol. 3 – onload და onunload მოვლენები
ვაგრძელებ WTF სერიას და ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ window ობიექტის onload მოვლენაზე. რა საჭიროა ის, რაში გამოიყენება, როგორ გამოვიყენოთ და როგორ ავირიდოთ თავიდან მასთან დაკავშირებული პრობლემები. სრულად »
ტეგები: JavaScript, JavaScript WTF
JavaScript და მემკვიდრეობა – ნაწილი 1
კლასების მემკვიდრეობა ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირებისა. თუმცა JavaScript – ში მემკვიდრეობის რეალიზაცია განსხვავებულია ისეთი ენებისგან როგორიც არის Java, C# და PHP, შედარებით ბუნდოვანი და რთული გასაგებია რამდენადაც ამ ენაში მემკვიდრეობის რეალიზაციის რამდენიმე გზა არსებობს. სრულად »
ტეგები: JavaScript
Array და Object ლიტერალები
ამჯერად ყურადღება მინდა შევაჩერო ლიტერალებზე… კერძოდ ობიექტის(object) და მასივის(array) ლიტერალებზე. ისინი წარმოადგენენ პროგრამირების ენის მარტივ, სასარგებლო შესაძლებლობებს და ხშირად გამოიყენებიან პრაქტიკაში. სრულად »
ტეგები: JavaScript
ელემენტის სტილებთან მუშაობა – ნაწილი 2
ელემენტების სტილებთან მუშაობა ხშირი და გარდაუვალი აუცილებლობაა, თუმცა მას გააჩნია თავისი სირთულეები. სტილებთან მუშაობის მარტივი მაგლითი აღწერილია ამ სტატიის პირველ ნაწილში. რაში მდგომარეობს სტილებთან მუშაობის სირთულე და რითია ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი? მთავარი პრობლემა ბროუზერების არათავსებადობაში მდგომარეობს, მიუხედავად იმისა რომ დღეს მინიმუმამდე დავიდა ეს პრობლემა გარკვეულ და ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებში მაინც საჭიროა ამ პრობლემასთან ბრძოლა. სრულად »
ტეგები: CSS, JavaScript
ელემენტის სტილებთან მუშაობა – ნაწილი 1
HTML ელემენტებთან მუშაობისას JavaScript-ით ხშირად საჭიროა მისი სტილების ცვლა. სხვადასხვა შემთხვევაში და სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტის დროს შეიძლება ერთი ან რამდენიმე სტილი შევუცვალოთ ელემენტს, თუმცა ცვლილების გარდა ხშირ შემთხვევაში საჭიროა ელემენტს დავუბრუნოთ საწყისი სახე გარკვეული ოპერაციის დასრულების შემდეგ. სრულად »
ტეგები: CSS, JavaScript
ეფექტური მუშაობა CSS კლასებთან JavaScript-ის მეშვეობით
რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობართან საუბრისას(Otory) მან დამისვა ასეთი შეკითხვა შეიძლებოდა თუ არა რომ HTML ელემენტისთვის რაიმე ეფექტური გზით მოგვეშორებინა CSS კლასი. ცნობილია რომ ერთ ელემენტს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე CSS კლასი ერთდროულად:
[html]
[/html]
ასევე შესაძლებელია რომ ელემენტს JavaScript – ის მეშვეობით დავამატოთ ან მივანიჭოთ სხვა CSS კლასი. თუმცა რომელიმე ერთი კონკრეტული კლასის მოცილება ელემენტისთვის თუ მას გააჩნია რამდენიმე კლასი გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან არ არსებობს რაიმე წინასწარ შემუშავებული მეთოდი ამ ამოცანის გადასაწყვეტად. სრულად »
ტეგები: CSS, JavaScript