პოსტები ტეგით “Flash”

Apple vs Adobe and why Adobe SUCKS

ერთადერთი მიზეზი რამაც ამ პოსტის დაწერსკენ მიბიძგა გახლავთ ვიდეო რომელიც გამომამზეურა Adobe – მ Flash – ის თაჩსკრინიანი მოწყობილობებისათვის მზაობის დასამტკიცებლად, მაგრამ, ჩემის აზრით მათ მხოლოდ თავის მორიგ უსუსურობას გაუსვეს ხაზი. სულ ეს იყო სტივ ჯობსის ღია წერილისადმი პასუხი?

ამონარიდი აღნიშნული გვერდიდან:

Everyone who actually programs in Flash knows that there is now full multi-touch and gesture support available. Unfortunately, some people still like to make claims to the contrary in an effort to make Flash appear behind the times. It is fortunately very easy to prove them wrong. Below is a great example built by StruckAxiom that showcases the new APIs that we have made available in Flash Player 10.1.

ჩემი განრისხება(:D) გამოიწვია ფლეშ პლეიერის ვერსიამ – 10.1. რა არის ასეთი უცნაური ამ ვერსიაში და რატომ იმოქმედა ამ ვიდეო რგოლმა ასე უარყოფითად? პასუხი მარტივია: რადგან დღეს არის 2010 წლის 3 მაისი და სტივ ჯობსის ღია წერილის პასუხად ადობი მსგავსი უსუსური დემო ვიდეოებით ცდილობს თავის მართლებასა და პასუხის გაცემას, მაშინ, როდესაც ადობის მსგავსი დემო(და შესაბამისად დასრულებული პროდუქტიც) უნდა დაედო არაუგვიანეს 2007 წლისა რადგან პირველი iPhone – ს პრეზენტაცია შედგა 2006 წლის დეკემბერში.

3.5 წელი არის უზარმაზარი დრო რომელსაც რატომღაც არავინ(ძირითადად Flash და ე.წ. Open ტექნოლოგიების ქომაგები) არ აქცევს დიდ ყურადღებას და თურმე სტივ ჯობსი არის “ბუა” რომელმაც აკრძალა ფლეში iTouch(iPode Touch/iPhone/iPad) ოჯახის მოწყობილობებზე.

მათთვის ვისაც არ გახსოვთ(ან არ იცით, ან არ გინდათ რომ გახსოვდეთ, ან არ გინდათ დანახვა და ა.შ.) რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს(ძირითადად კრიტიკას) შეგახსენებთ რომელიც iPhone – ს გამოჩენას სდევდა თან:

  • Java დეველოპერთა და ქომაგთა ურიცხვმა არმიამ ეფლი და მისი მესვეურნი მონათლეს სულელებად მობილურ მოწყობილობებში უკვე “გამოცდილი” პლატფორმის იგნორირებისათვის. მიზეზი გახლდათ ეფლის მიერ მისივე საკუთარ ტექნოლოგიებზე – ObjectiveC + Cocoa Touch გაკეთებული ფსონი. იყო უამრავი ცინიკური გამონათქვამი რომ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით არავინ არ დაწერდა აპლიკაციებს, არავინ აპირებდა ამ ეფლის მიერ ძალით “შემოგდებული” ტექნოლოგიების ათვისებას და ა.შ და ა.შ. შედეგი? დღევანდელი მონაცემებით უკვე 200000 – მდე აპლიკაციაა დაწერილი სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით.
  • Flash – ის იგნორირების გამო ამ ტექნოლოგიის ქომაგებმა ცხადია შეაჩვენეს ეფლი, რამეთუ, ფლეშის ურიცხვი დეველოპერები დაკარგა თურმე ეფლმა. შედეგი? დღევანდელი მონაცემებით უკვე 200000 – მდე აპლიკაციაა დაწერილი სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე.
  • აპლიკაციების დამოწმების კაბალური პროცესი(ეს მართლაც ასეა და ამის უარყოფას აზრი არ აქვს) ასევე წინასწარ გამოცხადდა ეფლის ფიასკოდ. შედეგი? ისევ და ისევ დაახლოვებით 200000 აპლიკაცია.

3.5 წელი საკმარისზე მეტი დროა რათა გავაკეთოთ გარკვეული ანალიზი და ვთქვათ(დავინახოთ და ვაღიაროთ?), რომ:

  • Flash – ის არ არსებობა iTouch პლატფორმაზე სინამდვილეში არავითარი დანაკლისი არ არის.
  • თურმე Flash – ის გარეშეც იწერება კარგი აპლიკაციები.
  • თურმე ვიდეოს ყურება ონლაინ რეჟიმში არ საჭიროებს Flash – ს.
  • და თურმე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შიძლება Flash – ის გარეშე.

სად იყო ადობი მთელი ამ წლების მანძილზე? რატომ არ მოახდინა სათანადო რეაგირება ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ძვრებზე? თუ რადგან იმ პერიოდისთვის რეალური ალტერნატივა არ გააჩნდა ჰქონდა მოდუნების საფუძველი? რამდენადაც უარყოფითი არ უნდა იყოს ეფლის როლი ამ დრამაში ერთადერთი დამნაშავე არის ზუსტად ადობი თავისი უმოქმედობის გამო. მოთქმა გოდება იმ პლატფორმის მხარდაჭერის უარყოფაზე რომელიც რეალურად არ არსებობს და არ არსებობს უკვე მეოთხე წელია არის უბრალოდ სასაცილო და საკუთარი შეცდომებისა და უუნარობის სხვაზე გადაბრალების მცდელობა. თავისი უმოქმედობით ადობიმ: ა) დაკარგა ეფლის მობილური მოწყობილობების ბაზარი; და ბ) დაკარგა ეს M$ – ის ფონზე რომელსაც გააჩნია ფლეშის რეალური ალტერნატივა და დიდი ალბათობით Windows Mobile 7 – ზე ფლეშს ვერასოდეს ვერ ვიხილავთ.

ახლა რაც შეეხება სტივ ჯობსის მიერ ფლეშის ალტერნატივად გამოცხადებულ HTML5 – ს რომელიც ერთის მხრივ ეფლის პროდუქტების “ექსპერტებმა” მძაფრად დაიხვიეს ხელზე და აღტაცებულები გაიძახიან ამ ბაზვორდად ქცეულ აბრევიატურას რადგან ეს თქვა სტივმა(იმჰოტეპმა?) ხოლო მეორეს მხრივ ფლეშის გულდათუთქული ქომაგნი რომელიც წარმადობას უწუნებენ HTML5 – ს(ცხადია ამ შემთხვევაში მოიაზრება HTML5/CSS/JavaScript კომპლექსურად) – . მაგრამ არცერთი მხარე არ უშვებს იმ აზრს რომ HTML5 არ არის Flash – ის რეალური ალტერნატივა, არა! და შეუძლებელია რომ გახდეს უახლოვეს მომავალში. ეს არის რაციონალური კომპრომისი რომელიც გაცილებით უფრო ნატურალურია ბრაუზერის კონტექსტში ვიდრე სხვა(Flash, Silverlight, Java FX) არსებული ტექნოლოგიები თუმცა გარკვეულწილად ნაკლებეფექტური. მიუხედავად ამისა არსებობს უამრავი დეტალი რაც ამ “ტექნოლოგიას” მეტად ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა(რაც სხვათაშორის დიდწილად მხოლოდ Webkit – ის დამსახურებაა):

  • ტეგების მდიდარი სემანტიკური და სტრუქტურული არსენალი
  • ვებ ფორმები
  • CSS3 + CSS3 Transformations & Animations
  • Canvas 2D გრაფიკასთან სამუშაოდ
  • SVG ინტერაქტიული 2D გრაფიკისთვის
  • შედარებით დახვეწილი და საკმარისად სწრაფი JavaScript
  • ვიდეო და აუდიო
  • და დაამატეთ ამას კონტენტის ინტეროპერაბელურობის ხარისხი არა მხოლოდ ბრაუზერების დონეზე(!)

არ უვარგა HTML5 – ს წარმადობა? არ არის პრობლემა… როგორც აქამდე არ არსებობდა Java და Flash ამ პლატფორმისთვის და მიუხედავად ამისა უამრავი შესანიშნავი პროდუქტი შეიქმნა ასევე შეიქმნება უამრავი შესანიშნავი პროდუქტი სწორედ დაბალი წარმადობის მქონე HTML5 – ის მეშვეობით(იხ. თუნდაც iAd დემოები ამის დასამტკიცებლად).

დარწმუნებული ვარ ამ პოსტის წამკითხავი ანტი ეფლისტები ტროლინგში და ეფლის ფანბოიზმში დამდებენ ბრალს თუმცა ცოტა საკითხისადმი რაციონალური მიდგომა და დამოკიდებულება არც თქვენ გაწყენთ რადგან მეორე მხრიდან თქვენ არ აღმოჩნდეთ იგივე როლში ;)

ტეგები: , , , ,