პოსტები ტეგით “CSS”

Jetpak – დამატებების ახალი სისტემა Mozilla – სგან

jetpack_logo საერთოდ ცნობილია რომ კონკურენცია ძალიან კარგი რამ არის. ამ მტკიცებულების სისწორის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს სახეზე კერძოდ კი Google Chrome – სა და Mofilla Firefox – ის ე.წ. extension – ების სისტემების სახით.

მოგეხსენებათ რომ Google Chrome ძალიან ახალი ბრაუზერია რომელიც გასული წლის სექტემბრის დასაწყისში მოევლინა სამყაროს. მიუხედავად მისი ინოვაციურობისა მისი კრიტიკის ერთერთ მთავარ მიზეზად იქცა FF – ის მსგავსი დამატებების სისტემის არ ქონის გამო.

ცხადია ასე პირველივე დღიდან ყველაფერის ჩადებას ვერ მოახერხებდა Google თავის ახალ ბრაუზერში, თუმცა, როგორც მალე გაირკვა შეჩერებასაც არ აპირებდა. სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდა პირველი პროპოზალი რომელიც Chrome – ს დამატებების პლატფორმას შეეხებოდა. თუმცა ამ პროპოზალში ერთმა მეტად საგულისხმო დეტალმა გაიჟღერა – განსხვავებით FF – ის ანალოგიური სისტემისგან Chrome – ს დამატებების შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ HTML/CSS და JavaScript. არავითარი XUL, არავითარი რთული XML კონფიგურაციის ფაილები დამატების ინსტალაციისათვის და ა.შ.

Google – ს ეს გდაწყვეტილება ჩემთვის პირადად გაცილებით მისაღები იყო რადგან XUL – ის ვერანაირ აუცილებლობას ვერც FF – ში ვხედავდი მანამდე და სიმართლე ითქვას ვერც დღეს ვერ ვხედავ… თუმცა არც Mozilla – მ დააყოფნა და დღეს უკვე შემოგვთავაზა FF – ის დამატებების შექმნის ახალი მექანიზმი. კერძოდ კი Jetpak!

ციტატა პროექტის საიტიდან:

In short, Jetpack is an API for allowing you to write Firefox add-ons using the web technologies you already know.

რითია საინტერესო Jetpak? პირველ რიგში ისევე როგორც Crhome – ს შემთხვევაში, Jetpak – ის შემთხვევაშიც დამატების შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ HTML/CSS და JavaScript. ამ შემთხვევაშიც არავითარი XUL და რთული XML კონფიგურაციის ფაილები. ასევე არავიტარი ბრაუზერის გადატვირთვა დამატების ინსტალაციის შემდგომ და რაც ყველაზე ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვანია დეველოპმენტის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი არსებული ინსტრუმენტული საშუალებები და Firebug დებაგირებისათვის რაც არსებულ მოდელში პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე jQuery – ს მოყვარულთათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია რომ ეს ბიბლიოთეკა ნაგულისხმევად არის ჩადებული Jetpak – ში, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს დამატებების პროგრამირებას.

მართალია დასრულებამდე და საყოველთაო გავრცელებამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი Jetpak – ს, თუმცა მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. ასე რომ თუ არ გეზარებათ შეგიძლიათ დააინსტალიროთ და დამატებების წერასაც შეუდგეთ :)

ტეგები: , , , ,

IE6/7 bug: img ელემენტის რენდერინგის ბაგი

ამ პოსტის დაწერა ფორუმის ამ პოსტმა გადამაწყვეტინა(ანუ პოსტი არის inspired by Rocko :D ) , რადგან არ მინდა ეს საკითხი მილიონობით ფორუმის პოსტში დაიკარგოს. ეს არის მარტივი თუმცა სასარგებლო გამოსავალი IE – სთვის დამახასიათებელი პრობლემისგან.

თავისთავად პრობლემის არსი ძალიან მარტივია, ეს არის IE – ს რენდერინგის მორიგი ბაგი რომელიც გხვდება კონკრეტულად img ტეგთან მუშაობის დროს. თუ img ელემენტს განვათავსებთ div ან td ტეგში მას ქვედა მხარეს უჩნდება პატარა სივრცე, თუ სურათის კონტეინერს აქვს მითითებული ფონის ფერი მაშინ ეს ხარვეზი ბევრად უფრო თვალსაჩინო ხდება. სრულად »

ტეგები: ,

უნივერსალური CSS სელექტორი (*) და დოკუმენტის საწყისი სტილების გადატვირთვა

პოსტში CSS სელექტორების მინიმიზაციის შესახებ ნაწილობრივ შევეხე უნივერსალურ სელექტორებს (*).

ამ ტიპის სელექტორი შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის რომ გლობალურად განვუსაზღვროთ სტილები დოკუმენტის ელემენტებს, თუმცა ასევე შესაძლებელია რომელიმე კონკრეტული ელემენტის შიგნით არსებული ყველა ელემენტისათვის განვსაზღვროთ სტილები. სრულად »

ტეგები:

CSS შემოკლებები – background

ვაგრძელებ CSS შემოკლებების თემას რომლის პირველი ორი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:

ზემოთ მითითებული თვისებების მსგავსად background თვისების შემოკლებული ჩაწერის ფორმაც არსებობს რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის საიტებისათვის რომლებიც დიზაინში უხვად იყენებენ გრაფიკულ ელემენტებს… სრულად »

ტეგები:

CSS შემოკლებები – font

ერთერთ პოსტში ლაპარაკი მქონდა css – ის border თვისების შემოკლებებზე, ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ font თვისებაზე. თავისთავად font თვისების გამოყენება შესაძლებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ კონკრეტული დოკუმენტისათვის თუმცა თვითონ ამ ელემენტს გააჩნია შემოკლებული სინტაქსი რომელიც ძალიან სასარგებლოა ისეთ შემთხვევებში როდესაც დოკუმენტის ან საიტის დონეზე მასიურად გვიწევს მისი გამოყენება… სრულად »

ტეგები:

ელემენტის id და class ატრიბუტების გამოყენება

როგორც პოსტში სელექტორების მინიმიზაციის შესახებ ავღნიშნე მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი არასაჭირო და ზედმეტი id და class ატრიბუტების გამოყენებას HTML კოდში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ატრიბუტები საერთოდ არ გამოვიყენოთ.

აღნიშნულ თემაში განხილული იყო იდენტიფიკატორის(id) და კლასის(class) სელექტორები, მაგრამ არაფერი მითქვამს იმის შესახებ თუ რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ თითოეული მათგანი. სრულად »

ტეგები:

CSS სელექტორების მინიმიზაცია

შეუძლებელია CSS კოდის დაწერა სელექტორების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში მუდმივად გვიწევს მათი გამოყენება(რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება HTML ელემენტის style ატრიბუტში CSS – ის გამოყენება). თუმცა ხშირად სელექტორებთან მუშაობა მოსაბეზრებელი და არასასიამოვნო რუტინაა და ამისათვის საჭირო მათი მინიმიზაცია… სრულად »

ტეგები:

CSS შემოკლებები – border

ლეიაუტის CSS – ის გამოეყენებით აწყობის ერთერთი მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ დოკუმენტებში საგრძნობლად მცირდება HTML კოდის რაოდენობა, ხოლო დიზაინის ლოგიკა მთლიანად გატანილია CSS – ში, თუმცა პირველ პერიოდში როდესაც დავინტერესდი CSS – ით, HTML კოდის შემცირებასთან ერთად აღმოვაჩინე რომ თვითონ CSS კოდი გამოდიოდა საკმაოდ დიდი და რაც ყველაზე უარესია რთულად წასაკითხი და გასარჩევი. დროთა განმავლობაში დავიწყე ინფორმაციის მოძიება CSS – ის კოდის უფრო შემოკლებულად და ეფექტურად წერის შესახებ და ამის ხარჯზე მოვახერხე კოდის საკმაოდ შემცირება. სრულად »

ტეგები:

CSS rollover ეფექტი JavaScript – ის გარეშე

rollover ეფექტი ვებ საიტებისა თუ ვებ აპლიკაციების დიზაინში ხშირად გამოყენებადი ელემენტია. განსაკუთრებით ხშირად იგი გამოიყენება ნავიგაციის მენიუებში, თუმცა არც სხვა შემთხვევები წარმოადგენს გამონაკლისს. წლების წინ როდესაც CSS – ის მხარდაჭერა არასრულყოფილად იყო რეალიზებული ბროუზერებში ამ ეფექტის მიღწევის ერთადერთი გზა იყო JavaScript.
სრულად »

ტეგები: ,

ელემენტის სტილებთან მუშაობა – ნაწილი 2

ელემენტების სტილებთან მუშაობა ხშირი და გარდაუვალი აუცილებლობაა, თუმცა მას გააჩნია თავისი სირთულეები. სტილებთან მუშაობის მარტივი მაგლითი აღწერილია ამ სტატიის პირველ ნაწილში. რაში მდგომარეობს სტილებთან მუშაობის სირთულე და რითია ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი? მთავარი პრობლემა ბროუზერების არათავსებადობაში მდგომარეობს, მიუხედავად იმისა რომ დღეს მინიმუმამდე დავიდა ეს პრობლემა გარკვეულ და ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებში მაინც საჭიროა ამ პრობლემასთან ბრძოლა. სრულად »

ტეგები: ,