jQuery – მორიგი დიდი აღიარება

ყველასათვის თუ არა, დეველოპერთა დიდი ნაწილისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი http://code.google.com სერვისი… ეს არის Google – ს ერთერთი ძალიან სასარგებლო რესურსი რომელიც გვთავაზობს უფასო ე.წ. პროექტების ჰოსტინგს…

თუმცა, დღეს სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი როდესაც ამ რესურსზე შესვლისას აღმოვაჩინე, რომ იგი მთლიანად გადაკეთებულია… თვალშისაცემი იყო ახალი გადამუშავებული და დახვეწილი ინტერფეისი… ცხადია სულმა წამძლია და ჩავიხედე სორსში, ძალიან გამიკვირდა რომ მასში აღმოვაჩინე jQuery.js ფაილი.

ცოტაოდენი დაძებნის შემდეგ მოვხვდი ამ პროექტის ბლოგზე, და წავაწყდი ამ პოსტს: My How We’ve Grown

სადაც ყურადღება მიიპყრო შემდეგმა მოანკვეთმა:

And we’re pleased to use jQuery, the wonderful open source JavaScript library (not ours, we’re just fans), to help power each page. Stay tuned — over the upcoming weeks we’ll offer detailed articles and tutorials about how we built the various parts of Google Code using open technologies.

ფრიად სასიამოვნო ფაქტია ამ შესანიშნავი და ჩემის აზრით ყველაზე პროგრესული ბიბლიოთეკის მომხმარებელთათვის :)

ტეგები: ,

58 Responses to “jQuery – მორიგი დიდი აღიარება”

  1. irakli ამბობს:

    საღოლ. აი ამიტომ მევასება გუგლი რა. გვტ ხო აქვთ თავისი მარა რო ნახეს რო უკეთესია – აიღეს და გამოიყენეს და კაცი შვილი არ ეტყოდათ ”აუ, ჩვენ ჩვენი გვაქ და სხვისას რატო იყენებო”.

    მაგარი კიდიათ ეგეთი ჭიანი გრძნობები. იმ მომენტში რაცაა საუკეთესი, იმას თრეულობენ და მომავალში იყურებიან.

    მალადცი, რებიატა!

  2. ოთო ამბობს:

    jQuery არის ძალიან მაგარი ფრეიმვორკი, გუგლს კი ძალიან დიდი რესპექტი ;)

  3. იოსები ამბობს:

    გვტ ხო აქვთ თავისი მარა რო ნახეს რო უკეთესია – აიღეს და გამოიყენეს

    ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩემის აზრით… GWT მიუხედავად იმისა რომ Google – ს პირმშოა ნამდვილად შორს დგას იდეალიზმისგან და ძალიან კარგია რომ თავად გუგლია ამის მტკიცებულების მაგალითი, უფრო გამეხარდება თუ ეს ფაქტი ფანატი სერვერ საიდ დეველოპერებისათვის იქნება დამაფიქრებელი რომლებიც ვებში კლიენტ საიდს საერთოდ არ სცნობენ… არადა დრო შეიცვლა აშკარად სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩემის აზრით დროა რომ ბევრმა სერვერ საიდ დეველოპერმა გადახედოს პრიორიტეტებს და უკვე სისხლში გამჯდარ დამოკიდებულებას კლიენტ საიდ დეველოპმენტისადმი :)

    თანამედროვე ვები უკვე აღარ წარმოადგენს ბრაუზერში უბრალოდ გამოფურთხებულ (X)HTML კოდს რომლის მოვალებაც არის გარკვეული კონტენტის მშრალად ასახვა…

  4. irakli ამბობს:

    სოსო, მაგაზე ხო ვილაპარაკეთ. დელფიზე გაზრდილს ხალხს სამარე თუ გაასწორებს აწი :)

  5. იოსები ამბობს:

    ნუ ახლა მე და შენ ვილაპარაკეთ ეგ არ ნიშნავს რომ აღარ უნდა გავიმეოროთ :P

    ყოველთვის დგება მოენტი როდესაც უნდა გადახედო არსებულ პრიორიტეტებს, ცოდნას, ტექნოლოგიებს და ა.შ… პანაცეა არაფერი არ არის, დრო ყველაფერს ცვლის :)

  6. საშკა ამბობს:

    drag and drop – ების დროს scriptaculous მირჩევნია, სხვა ყველაფერში JQuery, ისე საღოლ მართლა google-ს რო არ ეთაკილებათ.

  7. იოსები ამბობს:

    საშკა

    ისე საღოლ მართლა google-ს რო არ ეთაკილებათ

    მამენტ მაგაში სათაკილო არაფერი არ არის… პირიქით ეგ არის პროფესიონალური და სწორი მიდგომა ;)

  8. იოსები ამბობს:

    ხო დრაგ ენდ დროპს რაც შეეხება, ეს თუ გაქვს ნანახი? ;) http://docs.jquery.com/UI მგონი ურიგო არ უნდა იყოს…

  9. Otto ამბობს:

    ჰეჰე… using jQuery since beta version… მართლა მაგარი ბიბლიოთეკაა, მაგან შემაყვარა ზოგადად JS :)

  10. იოსები ამბობს:

    მე პირადად ყველაზე მეტად რაც მომწონს jQuery – ში არის ის რომ, მასში არ არის სხვა ენის სემანტიკის გადმოტანის მცდელობა… ასე ვთქვათ “JavaScriptish” არის და ამ ენის შესაძლებლობების გამოყენების ბრწყინვალე მაგალითია.

  11. ლევანი ამბობს:

    არცერთ მაგ “ვითომ ბიბლიოთეკას” ვერცკი შეადარებ YUI-ს :D .

  12. ლევანი ამბობს:

    რა არის მაგარი ჯქვერი არის გლეხობა, მაგარი თან, გაახილეთ თვალები გაიადვილეთ ცხოვრება ისწავლეთ YUI

  13. იოსები ამბობს:

    ეხ ლევან ლევან… MochiKit – იც მოგეწონება შენ ზედმიწევნიდ კარგად გადმოტანილი Java – ს სემანტიკის გამო…

    ორ სხვადასხვა დანიშნულების რამეს ადარებ ლევან ერთმანეთს და არ არის ეს კარგი…

    რომ შეგედარებინა jQueryUI და YUI დაგეთანხმებოდი.. მაგრამ აბა ჯერ jQuery – ს დანიშნელბა არც კი გაგირკვევია რა არის და ლანძღავ, არ არის ეს შენი რანგის პროფესიონალის საკადრისი საქციელი..

  14. ლევანი ამბობს:

    მაინც რას აკეთებს ისეთს ჯკვერი რასაც YUI არ აკეთებს?

  15. ლევანი ამბობს:

    Query is a fast, concise, JavaScript Library that simplifies how you traverse HTML documents, handle events, perform animations, and add Ajax interactions to your web pages.

    ამას გაცილებით უკეთესად აიეთებს YUI დამიჯერე გაცილებით უკეთესად.

  16. ლევანი ამბობს:

    აეი ევენთები : http://developer.yahoo.com/yui/event/

    აი დომი http://developer.yahoo.com/yui/dom/
    აი აიაქსი http://developer.yahoo.com/yui/connection/

    და კიდევ ბევრია მეზარება ყველას დადება

  17. გიორგი ამბობს:

    იოსებ,
    Mochikit რა კავშირშია ჯავასთან? :P :)

  18. ლევანი ამბობს:

    არა ეგ ადრინდელი ისტორია მე მომეწონასავით (და არა როგორ სოსო ამბობს) ბევრი ძებნის შემდეგ YUI ის აეროპორტში დავსვი ცენი თვითმფრინავი ჯკვერიც ვცადე, სკრიპტაკულასიც და მუტულსიც

  19. იოსები ამბობს:

    ლევან, YUI არაფრით უკეთესი არ არის jQuery – ზე მაგ კომპონენტებში, არაფრით! :D შენ მოგწონს არ ნიშნავს რომ უკეთესია, მე თავს ბევრად კომფორტულად jQuery – სთან ვგრძნობ..

    შენ გევასება import java.util.ArrayList; ამ ტიპის ზახოდები :D ჯავას ზეგავლენით უფრო ახლოს შენთან YUI – ს აღიქვავ და მე ნამდვილად არ მხიბლავს YUI თუნდაც თავისი n რაოდენობის ნეიმსპეისების გამო…

    აი ამის დაწერას:

    var oElement = document.getElementById("elementid");
    function fnCallback(e) { alert("click"); }
    YAHOO.util.Event.addListener(oElement, "click", fnCallback);
    

    როგორმე ამის დაწერა სჯობს:

    $('#elementid').click(function() {alert('click')});
    

    თუნდაც ეს:

    YAHOO.util.Dom.setStyle(['test', 'test2'], 'opacity', 0.5);
    var opacity = YAHOO.util.Dom.getStyle('test2', 'opacity');
    

    შეადარე ამას:

    $('#test, #test2').css('opacity', 0.5);
    var opacity = $('#test2').css('opacity');
    

    მართლა ძალაზე ხომ არ არის არა? :D

    გიორგი
    რაღა რა შუაში, დახედე მაგალითებს როგორც ჯავაში ყველაფერი ცალკე პეკიჯში აქვთ :D ცვლადებზე ტიპების მითითებაც რომ იყოს შესაძლებელი ვერ მიხვდები Java – ა თუ JS…

  20. ლევანი ამბობს:

    xო შენ ალბათ დოლარის ნიშანი გხიბლავს :D იაჰუში ყველაზე კარგი ისარის რომ ყველაფერი ერთად არის, თუნდაც ბროუზერების აბსტრაქცია, 5 ზეა მოგვარებული აგრეიდის ბროუზერების ტონკი რესეტი ნახე css faundation და საერთოდ YUI სათავეში უნდგას ერთერთი მამა ჯავასკრიპტის douglas crockford :D

  21. ლევანი ამბობს:

    gwt ზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის ნახე gmail და მიხვდები რა ძროხაც არის (ოოპს ძროხა ცუდ კონტექსტში მოვიხსენიე ) რა კამეჩიც არის .ყველაზე მთავარი YUI არის ძალიან ოპტიმიზირებული და სწრაფი.

  22. გიორგი ამბობს:

    იოსებ,
    ჰკითხე ერთი მაგის ავტორს, ჯავა გაუგია მაინც? :D ორი პოსტინგი აქვს ჯავაზე, 2005 წელს. :)
    რეალურად კი პითონის twisted კარკასის პორტია… რაც გაცილებით უარესია :D

  23. ლევანი ამბობს:

    ამ საქმეს ასე რა დავტოვებ კომისიას გამოვყოფ და საქმეს შევისწავლი , როგორ არდარებთ ქკვერის YUI, უბრალოდ სირცხვილია,

  24. იოსები ამბობს:

    ლევან CSS რესეტი საერთოდ ცალკე საკითხია და მსგავსი არაფერი აქვს jQuery – ს… CSS რესეტი შენც შეგიძლია გააკეთო და მაგას YUI არაფერში არ სჭირდება…
    YUI – ს CSS რესეტი თავისი კომპონენტების გამო გააკეთეს და არა იმიტომ რომ გენიალური მოიგონეს… რესეტს ხალხი YUI – მდეც ხმარობდა და მერეც, თანაც YUI – ს გარეშე…

    შენ თუ გგონია რომ ბრაუზერებში jQuery – ს უჭირს სცდები…

    დოლარის ნიშანი კიდევ არაფერ შუაშია… ჯასთ JavaScriptish რეალიზაციაა და ეგ მხიბლავს ყველაზე მეტად… თორემ გინდა $ ამას გამოიყენებ და გინდა სხვა რამეს მაგალითად ასე: Levan(‘#elementId’).bind(‘click’, callback);

    ელემენტარულად ამის დამწერს:

    YAHOO.util.Event.addListener(oElement, "click", fnCallback);
    

    ჯავასკრიპტის მეთოდების ოუნერშიპზე წარმოდგენა არ ჰქონდა ევენტების შემთხვევაში და იმიტომ დაწერა ასე… და არა იმიტომ რომ YUI არის მაგარი, ან ეგ კონკრეტული რეალიზაციაა კარგი… ცოტა უფრო საფუძვლიანი დეტალებს უნდა მიაქციო ყურადღება როდესაც ორ რადიკალურად განსხვავებულ რამეს ადარებ ერთმანეთს IMHO

    და გავარტყი კიდევ დუგ კროკფორდს… იმიტომ ვერ შეეკრა აი M$ – ს ოღონდ JavaScript2 არ გამოვიდეს და…


    გიორგი

    ხო რა გითხრა, მე პითონს არ ვიცნობ და ამიტომ ანალოგიის გაკეთება გამიჭირდებოდა :D

  25. გიორგი ამბობს:

    იოსებ,
    კი, MochiKit.Async, ერთ(-|ად)ერთი, რის გამოც ვაფასებ MochiKit-ს, მანდედანაა წამოღებული. :)
    პრობლემა იმაშია, რომ პითონის სემანტიკა იქაცაა გაჩხერილი, სადაც აბსოლუტურად არ იდგა ამის საჭიროება…

  26. ლევანი ამბობს:

    ვაა გამაგიჟებს ეს კაცი, რატოა ორი რადიკალური რამე ხო დაგიწერე : Query is a fast, concise, JavaScript Library that simplifies how you traverse HTML documents, handle events, perform animations, and add Ajax interactions to your web pages.

    მავ ყველაფერს და მეტსაც აკეტებს YUI

    YUI რახან UI ურევია სახელში არ ნიშნავს რო UI ისთვის არის მარტო , მაგის დამწერს კიდევ გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს ვიდრე ჟქვერის, დუგლასაა ბოლოს და ბოლოს ვაააა :D

    შენ ეტყობა გეზარება წერა :) მე მირჩევნია ნეიმსპესიები ბევრი მიზეზების გამო მათ შორის კონფლიქტი რომ რი მოხდეს, ნახე ერთი ჯკვერის კომპონენტები კონფლიქტი თუდაც, ორი სხვადასხვა ვერსიები რო გამიყენო ერთ გვერდძე არცერთი არ იმუშავებს, მოდიფიკაციის გარეშე, იაჰუში ეგ სრულიად შესაძლებელია ნეისპეისების გამოყენებით, ეეე, “იუ არ ანდერესტიმატინგ ნეიმსპეისის დუდ :D

  27. ლევანი ამბობს:

    ჰკითხე ერთი მაგის ავტორს, ჯავა გაუგია მაინც? :D ორი პოსტინგი აქვს ჯავაზე, 2005 წელს. :)

    გიორგი, ვინ არის ავტორი იცი?

  28. იოსები ამბობს:

    ლევან, კროკფორდი არანაირად არ არის რესიგზე უკეთესი ჯავასკრიპტ პროგრამერი… თუნდაც იმიტომ რომ მაგ ახალგაზრდა ადამიანმა ბევრად უფრო პროგრესული და JavaScript – ული მიდგომით გააკეთა(და აკეთებს) ყველაფერი ვიდრე ეს არქიტექტ კროკფორდმა…

    მეორე jQuery არანაირად არ არის კონფლიქტური… და მოდიფიკაცია არ სჭირდება მას როდესაც ორ სხვადასხვა ვერსიას იყენებ… დოკუმენტაციის წაკითხვა არ უნდა გეზარებოდეს… jQuery – ს ერთერთი პლიუსი ზუსტად ეგ არაკონფლიქტურობაა..

    ლევან როცა აპლიკაციას წერ JavaScript – ზე ძალიან ძალიან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოდის სიმცირეს… საიდანაც გინდა გაჭერი და საიდანაც გინდა გაკერე… დაწერე აპლიკაცია UYI – ზე (ოღონდ არა UI კომპონენტების გამოყენებით) და მე დავწერ იგივეს jQuery – თი… მერწმუნე გაცილებით პატარა კოდს და ამავედროს ანალოგიური შედეგს მივიღებთ…

    უკმიე ეხლა გუნდრუკი M$ – ის ტრაკის მლოკავ კროქფორდს და იყავი :P

    ვოტ :D

  29. ლევანი ამბობს:

    იპოლიტო :)

    სერიოზულად მაინტერესებს

  30. გიორგი ამბობს:

    სერიოზულად: ბობ იპოლიტო, http://bob.pythonmac.org/

  31. ლევანი ამბობს:

    ცოცხალი მაგალითები გინდა ჯქვერის კონფლიქტების თუ როგორ არის საქმე :D

  32. იოსები ამბობს:

    ეჰ… :ხელის ჩაქნევის სმილე: აჰა დოკუმენტაცია http://docs.jquery.com/Core/jQuery.noConflict

    არ აქვს jQuery – ს კონფლიქტების პრობლემათქო.. ვა :D

  33. ლევანი ამბობს:

    ადრე თუ გვიან გამოვა JS2 და სახე აუწითლდება ყველა ბა ბიბლიოთეკების ავტორებს, და ოფლი დაასხამს, შეიძლება დუგლასასაც ეგ კიდე სხვსა თებაა, ფაქტია რო ჯერ არ უნდათ ეგ რო შემოვიდეს თორე ხო დაერხა ისედაც დაღუპული GWT :D :D :D და კიდე ყველა სხვა დანარჩენ ჯავასკრიპტ ბიბლიოთეკას,
    რაც შეეხება ვის რას ულოკავს დუგლასა რა მნიშვნელობა აქვს,სულ არ მაინტერესებს, აბა ის არის კარგი გუგული თავის ფულით “პერსონალურ ბიჩებს ” რო იჩენს? დაანახებს დოლარებს და ყველა ერთხმად “ჰოი ბრძანებელო” ეტყობალ ჯკვერიც გაება მაგ მახეში.

  34. იოსები ამბობს:

    ლევან მაგარი ალოგიკური რამე დაწერე…

    JavaScript2 – ის გამოშვებას აწვება MozillFoundation, და ჯავასკრიპტის მომგონი ბრენდენ ეიქი… ჯონ რესიგი(jQuery – ს ავტორი) MozillaFoundation – ში მუშაობს ისივე როგორც ბრენდენი…

    ეხლა მითხარი რა შუაშია GWT როცა ეს უკანასკნელი არის Google – ს პირმშო…

    შემთხვევით YUI(რომელიც არის Yahoo – ს და დუგ კროქფორდის სექსის ნაყოფი) ხომ არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ? სხვას რას უნდა მივაწეროთ ის რომ კროქფორდი M$ – ს შეეკრა?

  35. ლევანი ამბობს:

    JS2 ორ იქნება აპოკალიფსი ყველა ამჟამინდელი ბიბლიოთეკისთვის მათ შორის YUI სთვისაც და ჯკვერისთვისაც, რაცკი მაგ ბიბლიოთეკებშია ყველა იქნება სრულიად აბსოლიტი.
    GWT იმიტომ ვახსენერო ყველაზე შრომატევადი და უმარაზმესი რამეა :D java-ში ჯავასკრიფტის წერა , მაგიტომ ეგ იქნება პირველი კანდიდატი რამეთი JS2 უკვე თვითონ ნატივარ არის სრულიად O ორიენტირებული და არ იქნება საჭირო GWT.

  36. იოსები ამბობს:

    ისე Java – ში JS მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წერო თუ JS – ზე წარმოდგენა არ გაქვს…

    JavaScript – ის prototype – ული მემკვიდრეობა ძალიან ძლიერია და სამწუხაროდ ბევრი ე.წ. Java დეველოპერის ჩაკირულ ტვინამდე არ დავიდა… მაგის ნაყოფი იყო GWT და ის უნდა მოკვდეს…

    JavaScript2 – ში უკუთავსებადობის საკითხი დევს ლევან და მასე მარტივად არცერთი ბიბლიოთეკა არ მოკვდება მამენტ(მათ შორის YUI – ც) :)

  37. ლევანი ამბობს:

    მაგრამ ალბათ მეთანხმები რომ ბევრი რამე რაც დაწერილია ამაჯამინდელ JS-ის ბიბლიოთეკებში სრულიად არ იქნება საჭირო და უფრო უკეთესად იქნება შესაძლებელი იგივეს გაკეთება JS2 ით, ისე რამ გამოა&&&& ვათ გუგლის ინჟინრები GWT რო მოიგონეს? :D :D :D

    პროტოტაიპყლ მეკვიდრეობაზე კიდე ვალკე სალაპარაკოა, JS2 სამწუხაროდ ჰიბრიდი იქნება და მერე . ეჰ მეზარება ეხლა წერა ერთ ვიტყვი რო prototype ნელნელა ამოღებული იქნება (ფაიზაღი, ხო ხვდები რო არ გაამართლა პროტოტაიპ ინჰერიტენსმა)

  38. გიორგი ამბობს:

    ანუ, class-based OO იქნება, prototype-based OO-ს ნაცვლად JS2-ში?

  39. იოსები ამბობს:

    ლევან პირიქით… ძალიან ცდები თუ მასე თვლი რომ პროტოტიპულმა მემკვიდრეობამ არ გაამართლა… კლასიკური ინჰერიტენსი შენის აზრით უნაკლოა? მაშინ რატომ არსებობს თემა inheritance vs composition? და ხშირ შემთხვევაში(უფრო ხშირ შემთხვევაში თუ არა) HAS-A რითი სჯობს IS-A – ს? ;) ნე აბიჟაი მენია, SCJP მაინც არ იყო B-)

    არა გიო, ჰიბრიდული იქნება საბედნიეროდ :D

  40. ლევანი ამბობს:

    არა სოსო , inheritance vs composition არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან რაც ვთქვი, კომპოზიცია რო ჯობია იჰერიტენს ეგ დიზაინ არჩევანია და არა ტექნიკური ნაკლი, მე კონკრეტულად ტექნკურ ნაკლებზე მაქვს საუბარი, უბრლო ფაქტია, პროტოტიპს რო გაემართლებინა JS2 ში OO არ იქნებოდა.

    ან SCJP რა შუაშია, რასაც შენ წერ ეგ ყველაფერი არის ბესტ დესიგნ პრაქტისის, არანაირ კავშირში არ არიან ტექნიკურობასთან ანუ თვითონ ენის ტექნიკურ მხარესთან, კომპოზიცია არის ერთერთი პატერნი რომელიც C დან მოდის და არა რაიმე ენის ნაწილი

  41. ლევანი ამბობს:

    C დან კიარა შემეშალა C++ იდან მოდის .

  42. ლევანი ამბობს:
    Interface II {
    void hello();
    }
    
    ClassA implements II{
     public void hello(){
       // vambob helous
     }
    
    }
    
    ClassB implements II {
       private ClassA  myClassA;
    
      public void  hello(){
          myClassA.hello();
       }
    }
     

    ზემოთა მაგალითი დაახლოებით 5 სხვადასხვანაირად შეიძლება დაიწეროს მათ შორის პირდაპირი ინჰერიტენსითაც, აქ საუბარია იმაზე რომ ასეთი რამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ პროგბრამულ ენაში რომელიც არის სრულყოფილი OO, და არა prototype(prototype ზე კიდე ბევრს გეტყოდი საერთოდ საიდან დაიწყო ეგ ყველაფერი) არა მე არ ვამბობ რო ცუდია, თავისებურია და მე მომწონს, მაგრამ შედარება უნდა იყოს სწორი და არა ისეთი როგორიც შენ მოიყვანე.

  43. ლევანი ამბობს:

    სოსო ჩააასწორე და

    1
      ტაგმა გააფუცჰა მაგალიტი ზემოთ
  44. იოსები ამბობს:

    ლევან, ჩვეულებრივი ინჰერიტენსი რომ იყოს იდეალური კომპოზიცია არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი IMHO

    პროტოტიპულმა მემკვიდრეობა გაამართლა და უფრო მეტიც… პროტოტიპულმა მემკვიდრეობამ ერთადერთი არ გაამართლა Java და C# დეველოპერების აზრით, რადგან მათ პროტოტიპული მემკვიდრეობა უბრალოდ არ იციან.

    JavaScript – ის დინამიზმი ზუსტად პროტოტიპული მემკვიდრეობის დამსახურებაა და არანაირად არ შეჰმატებს მაგ მხრივ მას რამეს კლასიკური OO მხარდაჭერა…

    ერთია რომ ცოტა ჰიბრიდულობა არ მხიბლავს… ამ ენას აქვს თავისი უზარმაზარი ხიბლი და ნამდვილად არ მომწონს ის მომენტი რომ ერთერთ ტიპიურ OO ენას შეიძლება დაემსგავსოს…

    სხვა რა გითხრა… სიმართლე ითქვას ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ რა უპირატესობის მოცემა შეუძლია კლასიკურ OO მხარდაჭერას… თუმცა დრო გვანახებს ალბათ :)

    P.S.
    pre ტეგი გამოიყენე ხოლმე :D

  45. ლევანი ამბობს:

    ლევან, ჩვეულებრივი ინჰერიტენსი რომ იყოს იდეალური კომპოზიცია არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი

    გააჩნია სიტუაციას, ისევ და ისევ არ ავურიოთ ორი სხვადასხვა საკითხი, ჩვეულებრივი ინჰერიტანცე იდეალური რას ნიშნავს გააჩჰნია როგორ გამოიყენებ, ანუ ჩაქუჩის ვარიანტია,ჩაქუჩი არის იდეალური რამ ლურსმის დასაჭედებლად მაგრამ არც თუ ისეთი კარგია ვინტის მოსაჭერად,
    აქ არის საუბარი OO vs prototype და არა Inheritance chain vs Composition (რაც ორივე უკვე გულისხმობს იმას რო პროგრამული ენა არის OO და არა პროტოტაიპი).

  46. ლევანი ამბობს:

    სხვა რა გითხრა… სიმართლე ითქვას ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ რა უპირატესობის მოცემა შეუძლია კლასიკურ OO მხარდაჭერას… თუმცა დრო გვანახებს ალბათ :)

    საინტერესო კითხვაა, სხვათაშორის რამოდენიე ძაიანს აინტერესო მაგალით მაქვს მაგის და დავწერო ბლოგს რო ახვადგენ მაგაზე სტატიას და ვნახოთ

  47. ლევანი ამბობს:

    პროტოტიპულმა მემკვიდრეობა გაამართლა და უფრო მეტიც… პროტოტიპულმა მემკვიდრეობამ ერთადერთი არ გაამართლა Java და C# დეველოპერების აზრით, რადგან მათ პროტოტიპული მემკვიდრეობა უბრალოდ არ იციან.

    მაინც ისეთი რა ცოდნაზე საუბრობ რომ თურმა ასეთი რთული ყოფილა OO პროგრამისტებისთვის :D

  48. იოსები ამბობს:

    ეს კამათი უსასრულოდ გაგრძელდება…

    პროტოტიპული მემკვიდრეობის სასარგებლოდ ჩემის აზრით ის ფაქტი მეტყველებს რომ მის ამოღებაზე ლაპარაკიც კი არ არის… და ამის მიზეზი უკუთავსებადობის საკითხი არ არის…

    თან რაშია იცი საქმე? აი პროტოტიპების გარეშე წარმოიდგინე აბა event driven დეველოპმენტი ჯავასკრიპტით? რომ არ იყოს პროტოტიპული რა პონტში უნდა გვეწერა როგორც Swing? :D

    რაღაცა არ ჯდება ჩემის აზრით ეგ ყველაფერი მთლად ასე მარტივად ჯავასკრიპტის ბუნებაში და მომკალი თუ გინდა :D

    სირთულე სიმარტივე არაფერ შუაშია ლევან, უბრალოდ არ იციან და არც უნდა გაგება რა არის… თორემ რთული რომ იყოს კიდევ ხო… კი შესაძლოა შედარებით რთული გასაგები იყოს კლასიკურ OO – სთან შედარებით მაგრამ უბრალოდ არც აინტერესებთ და ეგ არის… ზუსტად მსგავსი დამოკიდებულების პროდუქტია GWT… და გინდა YUI რომ წერ და გგონია რაიმე Apache Foundation-ის დაწერილ ფრეიმვორკს იყენებ :D

  49. ლევანი ამბობს:

    თან რაშია იცი საქმე? აი პროტოტიპების გარეშე წარმოიდგინე აბა event driven დეველოპმენტი ჯავასკრიპტით? რომ არ იყოს პროტოტიპული რა პონტში უნდა გვეწერა როგორც Swing? :D

    რას ამბობ, ჩეკაუთ აქშენსკკრიფთ 3 და ნახავ კამფეტივით არის.

  50. ლევანი ამბობს:

    YUI რომ წერ და გგონია რაიმე Apache Foundation-ის დაწერილ ფრეიმვორკს იყენებ :D

    ზუსტადაც რო პროტოტაილი გამოიყენება და არა ობიექტ ორიენტირებულობა :D სად ნახე ერთი YUI ყოფილიყო ვითომ ობიექტ ორიენტირებული :D რატომხაღ მგონაი რო შენ ფიქრომ მე მეჯავრება პროტოტაიპი, ვაა არ მეჯავრება (რადიო 105) ნახე თუნდაც yahoo.extend და ნახავ არანაირი მცდლობა არ არის იმის რო პროტოტააპი მიჩქმალონ

  51. იოსები ამბობს:

    და ექშენ სკრიპტის ივენტებში რომელი უფრო მეტია? ჯავასკრიპტისეული თუ სვინგისეული? B-)

    YUI – ს რაც შეეხება, ზევით რომ მაგალითი დავწერე ივენტ ბინდინგზე ეგეც კი საკმარისია მისი დისკრედიტაციისათვის :D

  52. ლევანი ამბობს:

    კლასიკური მაგალით : Application.application.addEventListener(FlexEvent.CREATION_COMPLETE,initComponents);

  53. ლევანი ამბობს:

    ოფტოპიკ და მემგონი ვიღაცამ კომენტარი დაგიწერა geoKBD ის სტატიაზე :D

  54. იოსები ამბობს:

    ვერ მივხვდი სად? :(

  55. levani ამბობს:

    მე დაგიწერე :D

    ველი ჩამრთველ გამომრთველ API მეეთოდს.

  56. გიორგი ამბობს:

    სოსო, ჰიბრიდული მიდგომა ძალიან ეფექტურია :)
    ერთ-ერთი ენის, არ დავაზუსტებ, რომლის, მთელი მომხიბლაობა მანდედან მოდის :)
    თუ მოვიცალე საღამოთი, დავწერ ამ ენის MOP-ის თაობაზე, ჩემს ბლოგზე და დაგიპოსტლინკებ :)

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"