IE Sucks: ახალი კატეგორია ბლოგზე

არა მე არ მძულს IE მე იგი მეზიზღება… მაგრამ მეზიზღება არა იმიტომ რომ მისი მწარმოებელი არის M$ და მე კი ბილ გეიტსის მტერი ვარ და ასე შემდეგ :P ამისათვის რამდენიმე მარტივი მიზეზი არსებობს:

  • ჯერ ერთი ეს ბრაუზერი მართლაც რომ SUCKS;
  • ყველაზე მეტ დროს როდესაც ვმუშაობ JavaScript – თან თუ CSS – სთან, სწორედ IE – სთვის ოპტიმიზაციაზე ვხარჯავ;
  • იმედი მქონდა რომ ახალი ვერსია გამართული იქნებოდა მაგრამ მაინც SUCKS;
  • IE6 – ს გააჩნია მეხსიერების მენეჯმენტის პრობლემა რაც ჩემი საზრუნავია;
  • და ბოლოს და ბოლოს ამას ეტიკეტი მოთხოვს :P

რაც შეეხება ამ კატეგორიის დანიშნულებას, მასში განვათავსებ მხოლოდ ისეთ პოსტებს რომლებშიც მოხსენიებულია ისეთი პრობლემატური საკითხები რომლებიც პრობლემატურია მხოლოდ IE – ში(ანუ არის რეალიზაციის BUG) ან გამოგონილია IE – ს დეველოპერების მიერ და არცერთ სტანდარტში არ ჯდება რაც თავისთავად იწვევს კოდის გაყოფის საჭიროებას.

გარდა ამისა იმედი მაქვს რომ ამ განყოფილებაში განთავსებული პოსტები დაეხმარება შედარებით გამოუცდელ JavaScript/CSS კოდერებს რათა უფრო ადვილად გაუმკლავდნენ IE – ს და მისთვის დამახასიათებელ პრობლემებს.

P.S.

IE Sucks!

ტეგები:

5 Responses to “IE Sucks: ახალი კატეგორია ბლოგზე”

  1. ალეკო205 ამბობს:

    გაიხარე :) ბლოგის ცენზურას რა ვუთხარი თორემ კარგად ვიცი რისი ღირსია IE :D მიდი იოსებ გაგვანათლე :)

  2. სოსანა ამბობს:

    ვახ, მგონი ან განყოფილებას ხშირი სტუმარი ვიქნები :)
    გაიხარე :)

  3. faskunji ამბობს:

    :) მართალი ხარ, ეს მართლა ცალკე კატეგორია უნდა იყოს, პოსტების ძებნაშიც დაგვეხმარება და ისედაც ცალკე საკითხი/პრობლემაა :)

  4. irakli ამბობს:

    IE უნდა მოკვდეს!

  5. zur4ik ამბობს:

    აუუ, გაიხარ, არ იცი როგორ მოიფხანე ეხა გული.. იეს დედაც რა…

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"