მოკლედ დღეს გამთენიისას დავბრუნდი კრაკოვიდან, სადაც გუგლს ვსტუმრობდი. სტუმრობის მიზეზი ზედმეტად საქმიანი და მოკლე ვადებში გაწერილი იყო ასე რომ ბევრი რამ რასაც ვგეგმავდი ვერ მოვასწარი.
ვინც არ იცის მათთვის: სექტემბრის დასაწყისში CV გავუგზავნე გუგლს რაზეც გამომეხმაურნენ, სატელეფონო ინტერვიუ დამინიშნეს და დაახლოვებით 10 დღეში დამიკავშირდნენ. სატელეფონო ინტერვიუ ძალიან საინტერესო იყო, დეივი, ინჟინერი ნიუ იუორკიდან ძალიან გახსნილი, მხიარული და ენაწყლიანი პიროვნება აღმოჩნდა
დაახლოვებით 50 წუთიანი ტექნიკური ინტერვიუს შემდეგ მითხრა რომ მეც შემეძლო შეკითხვების დასმა. ჩემს შეკითხვებს ამომწურავად და ხალისით უპასუხა
ბოლოს დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მითხრა, რომ, ამ ინტერვიუს შესახებ დაწერდა ანგარიშს და ერთი კვირის განმავლობაში პასუხს შემატყობინებდნენ… მეორე საღამოს დამირეკეს… უშუალოდ პოლონეთის, კრაკოვის ოფისიდან და გამესაუბრნენ. საბოლოო ჯამში შემომთავაზეს ე.წ. face to face ინტერვიუზე ჩასვლა გუგლის ოფიში. რა თქმა უნდა ხარჯები მთლიანად გუგლმა აიღო თავის თავზე.
მოკლედ აღარ დავწვრილმანდები მოსაწვევების, ბილეთების და ვიზის აღების გაწელილი პროცედურების აღწერით და პირდაპირ გადავალ საქმეზე
გუშინწინ ჩავედი ულამაზეს ქალაქ კრაკოვში სადაც მდებარეობს გუგლის ოფისი. დავბინავდი სასტუმროში რომელიც გუგლის ოფისიდან სულ რაღაც სამი წუთის სავალზე იყო ფეხით. დავისვენე და მოვემზადე მეორე დღისთვის. დილით ადრე ავდექი და გევეშურე გუგლის ოფისისკენ. მოკლედ როგორც იქნა შევაბიჯე მისტიური გუგლის ოფისში სადაც ძალიან გულღიად დამხვდნენ და მიმიღეს
გარკვეული აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ მითხრეს რომ ნახევარი საათი უნდა მომეცადა და მეც განვთავსდი ერთერთ სავარძელში.
პირველი რაც მეცა თვალში ეს იყოს ფეხშიშველი თანამშრომლები
მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე… ზოგი ჩვეულებრივ სახლის ფლოსტებშიც დადიოდა(მოგვიანებით ერთერთი ინტერვიუერი ზუსტად მსგავს ფორმაში წარსდგა ჩემს წინაშე). ასევე სანამ ვიცდიდი ჩემმა კოორდინატორმა, ვიოლეტამ, ვიღაცას დაუძახა და გასართობ დარბაზში ერთი ხელი მაგიდის ჩოგბურთის თამაშიც მოასწრეს…
მოკლედ ზუსტად ნახევარ საათში დამიძახა აქოშინებულმა ვიოლეტამ და დაიწყო ექვს საათიანი მარათონი, რომელიც საღამომდე გაგრძელდებოდა
რა შემიძლია გითხრათ ამ ინტერვიუებზე? პირველ რიგში ჩემდა გასაოცრად ყველა ინტერვიუ ძალიან რეალური იყო, არავითარი უცნაური ან სულელური შეკითხვები.. ყველა შეკითხვა აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და კონკრეტული იყო.
მაშ ასე, ინტერვიუ პირველი:
ინტერვიუერი 40 წლამდე პიროვნებამ(როგორც აღმოჩნდა უზარმაზარი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე) ღიმილით წარმიდგინა თავისი თავი და მთხოვა ჩემს შესახებ მომეყოლა რაიმე
მეც მოვუყევი… შემდგომ გადავიდა საქმეზე და დამისვა ამოცანა და მთხოვა მეპოვა გამოსავალი და ამეღწერა ალგორითმი… მომიწია დაფასთან დგომა და ჩემი მოსაზრებების გადმოცემა
საერთო ჯამში როგორც ჩანს კმაყოფილი დარჩა და თავადაც განავრცო თემა ჩემს მიერ ჩამოყალიბებული გადაწყვეტის საფუძველზე.
შემდეგ მაგიდაზე დადო ანდროიდი იგივე G1 და მკითხა თუ ვიცოდი მის შესახებ რაიმე? ცოტა რამ ვიცოდი და ვუთხარი ამის შესახებ… შემდეგ მკითხა iphone უფრო მომწონს თუ ანდროიდი? ვუთხარი ჩემი მოსაზრებები აიფონის სასარგებლოდ
და ჩაეცინა და უეცრად აიფონის sdk – ზე დამისვა შეკითხვა(სივიში მეწერა ამის შესახებ და ლოგიკური შეკითხვა იყო). მაქსიმალურად ამომწურავად ვუპასუხე. როგოც შევატყვე ამ პასუხითაც კმაყოფილი დარჩა. შემდგომ სიტყვა ჩამომიგდო ვებ სერვისებზე და შედარებით ვრცლად მოგვიწია კამათმა ამ თემაზე… დაახლოვებით 20 წუთი. საბოლოო ჯამში პირველი ინტერვიუს დრო ამოიწურა, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავემშვიდობეთ
ინტერვიუ მეორე:
მეორე ინტერვიუზე ორი ინტერვიუერი მყავდა, დაახლოვებით ჩემი ასაკის ბიჭი და შედარებით ახალგაზრდა პუტკუნა გოგონა
ამ ინტერვიუზეც მომიწია ვებ სერვისებზე საუბარმა განსაკუთრებით აქცენტირებული იყო REST რასაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეფექტურად გავართვი თავი. ბრაუზერებს შორის არათავსებადობაზე გარკვეული მასტერ კლასი ჩავუტარე, რატომ მკითხეს ამის შესახებ არ ვიცი მაგრამ აშკარად დავადუმე… შემდგომ უეცრად თითქოს შური იძიაო მომიბრუნდა ერთერთი და რაღაცა დამიხატა დაფაზე და აბა გრაფების თეორიაო
ნუ გამომდინარე იქედან რომ გრაფების თეორია არ ვიცი წავბორძიკდი თუმცა გარკვეული მსჯელობის შემდეგ ლოგიკური პასუხი მოვძებნე და მთლად უპასუხოდ არ დამიტოვებია შეკითხვა.
შემდეგ ვისაუბრეთ ვებ აპლიკაციებში გამოყენებად პატერნებზე, ფრონტ კონტროლერი, პეიჯ კონტროლერი და ა.შ ესეც საკმაოდ მარტივად გადავატარე. და ინტერვიუს დრო კვლავ ამოიწურა. დამემშვიდობნენ ღიმილით და დაიწყო შემდეგი ჩემის აზრით ყველაზე დინამიური და რთული ინეტერვიუ…
ინტერვიუ მესამე:
შემოვიდა დაახლოვებით 35 წლამდე მხიარული და ენაწყლიანი ინჟინერი. გაცნობისა და მოკლე შესავლის შემდეგ პირდაპირ გადავიდა საქმეზე. დამისვა კონკრეტული ამოცანა, და მკითხა როგორ გადავწყვეტდი? დაახლოვებით 5 წუთში დავასრულე ჩემს მიერ არჩეული აპლიკაციის დიზაინის ახსნა, შეაქო არჩევანი და ლოგიკურად გააგრძელა იგივე თემა სხვა დამატებით დეტალებზე ჩაძიებით. მინდა ვთქვა წარმატებით გავიარეთ ეს ნაწილიც.
შემდეგ გადავიდა კონკრეტულ ტექნოლოგიებზე, კერძოდ კი იჯეიბი2 – სა და ჰიბერნეიტს შორის შედარება გამაკეთებინა. მალევე მოვრჩით ამ თემას და უეცად გადავიდა ჯ2ეე – სა ჯედიბისის ლანძღვაზე. გაასწორა მიწასთან რეალციური მონაცემთა ბაზები და ა.შ. ამის მიზეზად მოიყვანა ამ ტექნოლოგიური კომპონენტების ცუდად მასშტაბირების უნარი. და შემდეგ მკითხა მე რას ვფიქრობდი იგივე თემაზე? შეძლებისდაგვარად ვუთხარი ჩემი პასუხი და ისიც მაქსიმალურად ჩამეძია
მოკლედ ეს საკითხიც გავიარეთ და უცბად მომიჯდა გვერდზე ფურცელი და პასტა მომცა რასაც მოაყოლა განცხადება რომ უნდა დამეწერა კოდი ფურცელზე და მას უნდა ეყურებინა
დამისვა რაღაც უსაძაგლესი ამოცნა მრავალნაკადური პროგრამირების შესახებ, სიმართლე ითქვას ამოცანა ვერც თავიდან გავიგე, ვერც შუაში და ვერც პოსტ ფაქტუმ როდესაც უბრალოდ ინტერესის გამო ვთხოვე ახსნა
ანუ სერიოზულად გამახოხა მაგ ამოცანით
მაგრამ ეგ არაფერიო უბრალოდ მაინტერესებდა ეგეთ რამეები საერთოდ გიკეთებია თუ არა როდესმეო… ეს ინტერვიუც დასრულდა…
ინტერვიუ მეოთხე:
წინა ინტერვიუს დასრულებამდე, ოთახში შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც მანამდე დილით გავიცანი, სასწრაფოდ შეგვაწყვეტინა ინტერვიუ. მომკიდა ხელი და სადღაც გამაქანა თან რუსულად ქაქანებდა გაუჩერებლად
სანამ გონს მოვედი თავი ამოვყავით კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე ერთ ერთ “ზავედენიაში” დაახლოვებით ერთი საათი გავატარეთ იქ სადაც ჩემმა თანმხლებმა შინაურულად მომიგვარა და უპრობლემოდ დამტყუა დამატებითი ინფორმაცია ჩემს შესახებ, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ და ჩემი გუგლისადმი დამოკიდებულების შესახებ… ასევე გაარკვია ჩემი ოჯახური მდგომარეობა. მოკლედ თავიდან ვერ მივხვდი მაგრამ ვიეჭვე რომ ესეც ინტერვიუ იყო, რაც მოგვიანებით დადასტურდა
ინტერვიუ მეხუთე:
ამჯერად ბელორუსიელი მათემატიკოსის მსხვერპლი გავხდი. მიუხედავად იმისა რომ მათემატიკა არ ვიცი მაგ ერთ საათსაც წარმატებით გავუძელი და ჩემის აზრით ერთერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ იყო. საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდა იმით რომ რაღაც უცნაური პლოტერი გამოვიგონეთ დავაპროგრამეთ და ავამუშავეთ(რა თქმა უნდა თეორიულად)
ეს ახალგაზრდაც ღიმილით დამემშვიდობა და წავიდა..
ინტერვიუ მეექვსე:
ეს ინტერვიუ ყოვლად არასაინტერესო იყო ჩემთვის… ორი გოგონა რომლებიც ე.წ. ფრონტ ენდ ინჟინრებად წარმომიდნენ საკმაოდ სუსტები აღმოჩნდნენ.. ამ ბოლო ინტერვიუზე სრულად ვაკონტროლებდი ორივეს და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მე თვითონ მიმყავდა ინტერვიუ იმ მიმართულებით რაც უფრო საინტერესოდ მიმაჩნდა… ბევრ საკითხზე საკმაოდ დეტალური განმარტებების გაკეთება მომიწია იმიტომ რომ უაზროდ მეკამათებოდა ერთერთი(შესაძლებელია სპეციალურადაც, თუმცა არ ვიცი). ბოლოს კი ძალიან უცნაური რამ გააკეთეს, ჯავა – ზე კლასის დაწერა მომთხოვეს რომელიც გარკვეული გამოსახულებების მანიპულაციის საშუალებას მისცემდა მათ და ექნებოდა ორნაირი ქცევის უნარი: 1) შეასრულებდა გამოსახულებას და დააბრუნებდა შედეგს; 2) ამ გამოსახულებას ეკრანზე გამოსაბეჭდ სახეს მისცემდა; ეს ამოცანა დაახლოვებით ხუთ წუთში გადავჭერი და ამით დასრულდა ინტერვიუ..
ამ ინტერვიუების შემდეგ, მითხრეს რომ რვავე ინტერვიუერმა უნდა დაწეროს თავისი ანგარიში ხოლო შემდგომ უკვე სხვებმა გადაწყვიტონ ჩემთან გასაუბრების შედეგი. მოკლედ პასუხი უახლოვეს ორ კვირაში მეცოდინება.
შემდეგ, გუგლის ოფისიდან პირდაპირ აეროპორტში გავიქეცი რადგან უკვე მაგვიანდებოდა და დავბრუნდი სამშობლოში
ასე დასრულდა ჩემი ხანმოკლე მაგრამ ძალიან საინტერესო ვიზიტი გუგლთან
იმედია ამ მონათხრობიდან თქვენთვის საინტერესოს იპოვით
P.S.
სურათების გადაღების ნება არ დამრთეს
სამწუხაროდ ასეთი უცნაური წესი აქვთ… მაინც მოვახერხე რამდენიმეს გადაღება მაგრამ მთხოვეს რომ არ გავავრცელო ინტერნეტის მეშვეობით… ამიტომ იძულებული ვარ თავი შევიკავო მათი აგ დადებისგან…
Update: კრაკოვის სურათები
Update:
მოკლედ ამჯერად ვერ გავუძელი სათანადოდ გამოცდას, თუმცა გული არ მწყდება… ნებისმიერ შემთხვევაში უზარმაზარი გამოცდილება იყო ჩემთვის. რაზეც არცერთი წამით არ ვნანობ და ჩემს კარიერაში ერთერთ უმნიშნველოვანეს მოგონებად დარჩება ყოველთვის
რიგი თქვენზეა B-)
ტეგები: Uncategorized
ძალიან მიხარია
იმედია პასუხს მალე გავიგებთ
არ კითხე აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ქვეყნების სიაში რატომ მოიხსენიებენ?
მაგარია!
ძალიან მაგარია!
ველოდებით პასუხს ესეიგი
ძალიან მაგარია!!!
გილოცავ
იმედია, მალე დაგირეკავენ და ჩამოდიო გეტყვიან!
პ.ს. როგორ ვისწავლო მაგდენი რამე ერთაად?
((
გაიხარეთ, პასუხს როგორც გავიგებ მაშინათვე დავწერ აქ
@mcnamara
არ გამხსენებია ეგ საკითხი, მაგრამ წელიწადზე მეტია მასე და მგონი ISO – ს საიტიდან აქვთ ეგ სია აღებული
შესანიშნავია!… წარმატებები…
შენი ფანი ვარ იოსებ
კარგა ხანია უკვე (მართლა)
გილოცავ,დარწმუნებული ვარ მიგიღებენ.
wow მაგარია. წარმატებები…
ძაან მინდა რო მიგიღონ
საინტერესოა
მე მაგდენ პრესს ვერ გაუძლებდი რომ მცოდნოდა მაგდენიც
მთავარია კმაყოფილი ჩანხარ
ბოლო ინტერვიუს სუტუაცია მევასა წარმომიდგენია დას უზამდი იმეებს
ვაა ყოჩაღ პაპი


მალე დაგირეკონ რა რას მანერვიულებენ? !
და კრაკოვის სურატები მაინც გვაჩვენე
Good Luck პაპი
ძაან მაგარია, რულამს გუგლი
. მაგარი ინტერვიუები გქონია ისე, შეიძლება იმ მომენტში დაძაბული მაგრამ ახლა სახალისო
.
ველოდებით ზარს
პ.ს. ზუსტად მაგ მოედანზე და მაგ სუვენირების “ბაზრობაზე” ვარ ნამყოფი
, გაასწორა
ეეეეჰ, დავემშვიდობე აბა გუგლში მუშაობის პერსპექტივას
მაგარია! იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება და რვავე ინტერვიუერი დადებით დასკვნას დაწერს.
ველოდებით დასკვნებს…
გაიხარეთ ყველამ მხარდაჭერისთვის
@Gode
რა პონტში დაემშვიდობე? ეხლა შენ მე არ მანერვიულო იცოდე
გაიხარე!
ეს პოსტი არის ყველაზე საინტერესო პოსტი, რაც მე ოდესმე წამიკითხავს არა მარტო გუგლის, არამედ საერთოდ ნებისმიერი თემის შესახებ!
გისურვებ წარმატებებს
ნუ ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან ამომწურავად, დალაგებულად და ამავე დროს ლაკონურად გაქვს მოყოლილი ასეთი რთული და საინტერესო დღე.
ბიჭო, ონლიან რო იქნები გამახსენე, მაგარი უნდა გაკაიფო.
შენ ინტერვიუს მსხვერპლი შევიქენი LOL
ძალიან, ძალიან მაგარია!!
ჩვენ იმენნა ყოველ 20 წუთში ერთხელ გახსენებდით სამსახურში “ნეტა სოსო რას შვება”, “ნეტა სოსოს როგორ პრესავენ”, “ნეტა სოსომ რა ქნა”
@Dv0rsky
დიდი დიდი მადლობა
@ირაკლი
გეუბნები რა, ეს კორპორატიული პატრიოტიზმი აბსოლუტურად ამოუცნობი რამეა
ამას რას წარმოვიდგენდი? LOL
@ოთო
გაიხარე >:D<
წარმატებები, წარმატებები და კიდევ წარმატებები. დარწმუნებული ვარ სამსახურში აგიყვანენ….
ვა, მაგარია, გილოცავ.
წარმატებებს გისურვებ.
წარმატებებს გისურვებ სოსო, ძალიან მაგარია
. მადლობ ინფორმაციისთვის, ისე დამძაბავი კი იქნებოდა, მთელი დღე გასაუბრებები რა ამბავია.
საღოლ იოსებ, შენი ყოველთვის მჯეროდა
წარმატებები და რაც მეტს მიაღწევ ჩვენთისაც უკეთესი, 1-2 ლუკმა ცოდნას ჩვენც გვესვრი ხოლმე
P.S. სიამოვნებით ვუყურებდი ლაივში თუ არა ვიდეო ჩანაწერს მაინც თუ როგორ ატარებდი ინტერვიუებს აღწევდი სოლუშენებს
გაიხარეთ გაიხარეთ გაიხარეთ
რამდენ ინტერვიუს გაუძელი!
საინტერესოა, ნეტა რეკორდი ხომ არ დაამყარე ერთი პოზიციისთვის ყველაზე ბევრი ინტერვიუების გავლაში?

წარმატებებს გისურვებ!
@ხატია
დიდი მადლობა ხატია
რეკორდს რაც შეეხება, არ მგონია რომ რეკორდი მოვხსენი
გუგლს რაც ეხება მაგ რაოდენობის ინტერვიუები რიგითი მოვლენაა
ამერიკაში რამდენადაც ვიცი ორი მაგხელა პრესის გავლა უწევთ იგივე პოზიციისთვის
ძალიან მაგარი Case-ა!!!
ბლოგების მკითხველი ვარ და როგორც პოსტი ისე ინფორმაცია და კიდე გამოცდილება უძალიანმაგრესია!
გილოცავ, რაც მონაყოლიდან ჩანს 80% google-ს თანამშრომელი ხარ!
“он пошол б гугл”
“он пошол в гугл”
)))))))))))
@manu
დიდი მადლობა
ვა, რა მაგრად გაუწურიხარ, აბა წარმატებები
ძალიან მაგარია.. მომილოცავს! ძალიან მიყვარს ცხოვრებაში წარმატებული ადამიანები.. იმედია მიგიღებენ და შენი სახი კიდევ ერთი ქართველი გავა მსოფლიო ასპარეზზე! ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.. და რაც მთავარია უფრო დიდი კონტრაქტები გაგეფორმებინოს!
გილოცავ… აბა შენ იცი საქართველოშიც უნდა გაახსნევინო წარმომადგენლობა
…
P.S. მგონი რო შეგიძლია ჩუსტებისთვის ფულის გროვება დაიწყო
ძალიან საინტერესო პოსტი იყო, სულ მაინტერესებდა გუგლის შიდა სამზარეულო ))
არ გავიდა ორი კვირა?
@mcnamara
გავიდა გავიდა ორი კვირა როგორ არა
პოსტის განახლებისთვის ვერ მოვიცალე უბრალოდ… უარი მითხრეს ამ ეტაპზე
P.S.
პოსტის ბოლოს არის მინაწერი
მორჩა, გადავდივარ Cuil-ის გამოყენებაზე
სამწუხაროა, მაგრამ იმედია მალე ყველაფერი გამოგივა.
მითუმეტეს რომ დაბალი დონის უნდათ და შენ მაღალი დონის ხარ.
@ალვა
დიდი მადლობა
მაგრამ… “დაბალი” და “მაღალი” დონე სხვა გაგებით არის
ამ შემთხვევაში “ქვედა” და “ზედა” დონის პროგრამირებაზეა ლაპარაკი და არა უშუალოდ დაბალი ან მაღალი რანგის პროფესიონალზე
ორივე დონე ერთნაირად მაღალია კვალიფიკაციის კუთხით თუ შევხედავთ… უბრალოდ სხვადსხვა მიმართულებებია
ძალიან საინტერესო ვიზიტი გქონია კრაკოვში.
შეიძლება არც არის გულდასაწყვეტი, რა იცი 2 კვირაში დაგირეკონ და გითხრან ჩამოდიო
ჩვენი ხარო
მაგრად რო უქრით მემგონი თავად დარწმუნდი.
წარმატებები
ისა და
“არ გაავრცელო სურათები ინტერნეტის მეშვეობით”
კიდე მოქმედებს?
@გიო
რა ვიცი მაინც თავს ვიკავებ რა იცი რა ხდება
ისე facebook – ზე ჩემს ალბომებში არის შენ კი შეძლებ ნახვას
ისა იოსებ
აწმყოც იმ ჩახლართული ინტერვიუების გაგრძელება ხო არ არის?
@ალეკო
ვერ მივხვდი რას მეკითხები
არაფერი, გაატარე… ვიხუმრე
უკაცრავად და არ დაურეკავს გუგლს?
@დავითა
პოსტის ბოლოს ხომ არის მინაწერი?
ვა ძან მაგარია, ისტორიული მოვლენაა გუგლთან გასაუბრებაზე მისვლაც კი
დარწმუნებული ვარ მალე ისევ დაინტერესდებიან…
გილოცავ გუგლი ჩემი ოცნებაა
შეიძლება გკითხო რამდენი წლის ხარ და სად გაქვს “ვებ” განათლება მიღებული? თუ საიდუმლო არ არის
@ლევანი
დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მაგრამ მგონი მოსალოცად არ მაქვს საქმე
განათლებას რაც შეეხება “ვებ” განათლება არსად არ მიმიღია სრულად თვითნასწავლი ვარ
სანამ აქ ვნახავდი ამ თემას უკვე ლეგენდები დადიოდა
სამწუხაროა რომ არ მიგიღეს
@ჯ0ნს0ნ
არაფერი ტრაგიკული
ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიური ფაქტი და გამოცდილება იყო ჩემთვის
უეჭველი რუსების ხელი ურევია
გული არ გაიტეხო, ნიჭი არასდროს იკარგება!!!
ძალიან საინტერესო სტატიაა, არ მომბეზრებია კითხვა, მომეწონა სტილი და ვაფასებ შენს დამოკიდებულებას ამ საკითხთან
წარმატებები
@ნინო
ძალიან მიხარია თუ ჩემი ნაწერი საინტერესოდ გეჩვენა
დიდი მადლობა
ყველაზე კარგი (და, ჩემი აზრით, მთავარიც) ის არის, რომ “ქართული დაძაბულობა” არ გაქვს. ხო და, გამიხარდა! გული რატო არ უნდა დაგწყდეს, ჩემზე კარგადაც იცი.
წარმატებები