პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი კობერიძეს აღმოჩენილი შეცდომისათვის სკრიპტში.
რადგან სრულფასოვნად ვერ გავტესტე სკრიპტი, ბუნებრივია რომ არ იყო გამორიცხული მას ჰქონოდა შეცდომები… ეს ასეც აღმოჩნდა
და ეხლა უშეცდომოდ(იმედი მაქვს) მუშაობს ყველაფერი.
გარდა შეცდომის შესწორებისა რომელიც მდგომარებოდა ერთი და იგივე ფორმის ელემენტების ქართულ კლავიატურასთან მიბმაში, სკრიპტში ასევე შევიტანე სხვა მცირე ცვლილებები რომლებიც მის მოხმარებას უფრო გააიოლებს. ასევე დაფიქსულია Mac OS X Safari – ში აღმოჩენილი ბაგი, რომელიც ტექსტურ ველში პირველი სიმბოლოს აკრეფის დროს იყო.
მცირეოდენი საჭირო განმარტებები
ერთი ფორმის, მრავალი ველის კლავიატურასთან მიბმის საჭიროების შემთხვევაში ნაცვლად შემდეგი კონსტრუქციისა:
GeoKBD.map('my-form', 'my-field-one');
GeoKBD.map('my-form', 'my-field-two');
დინამიური მასივის საშუალებით უკვე შესაძლებელია ასეთი კონსტრუქციის გამოყენება:
GeoKBD.map('my-form', ['my-field-one', 'my-field-two']);
იმ შემთხვევაში თუ საჭირო ფორმის ყველა ელემენტის კლავიატურაზე მიბმა საკმარისია შემდეგი კონსტრუქცია:
GeoKBD.map('my-form');
სკრიპტის გადაწერა შეგიძლიათ პირდაპირ SVN რეპოზიტორიდან
ტეგები: GeoKBD, JavaScript
სხვისი რა გითხრა მარა მე კი წამადგა უკვე “გეოკბდ”
მადლობა პატრულს
დიდი მადლობა პატრულისგან აღმოჩენილი ბაგისათვის
ასევე მეც წამადგა
და კვირასაც კარგათ ვიხალისეთ მე და გიომ
შენ გაიხარე რა
საერთოდ ამ ბლოგით რამდენი რამ ჯიგრულად გამაკეთებინე.
მადლობა ბიძია
ალეკო205
არაფრის
ბლოგი მაქვს გაკეთებული ucoz სისტემაში და მინდა რომ კლავიატურის გადართვის გარეშე ქართულად შესაძლებელი იყოს კომენტარის გაკეთება სტატიაზე და ფორუმში. აქ რომ არის ისე. იქნებ მიმითითოთ, დიდი მადლობა წინასწარ
ერთი პრობლემა აქვს თქვენს სკრიპტს ბიჭებო ოპერაში და მოზილაში თუ “” ტეგი ცხრილის შიგნით მოათავსე აღამ მუშაობს ეგ სკრიპტი. რატომღაც აუცილებლად ცხრილის გარეთ უნდა იყოს.
არ დაიწერა ფორმ ტეგი ვიგულისხმე