მოგეხსენებათ სულ ახლახანს Google – მ მომხმარებლებისათვის ნელნელა დაიწყო GMail – ის ახალი ვერსიის გააქტიურება. სიმართლე ითქვას განსაკუთრებული არაფერი გხვდება თვალში, თუმცა გარკვეული დეტალები დახვეწილია და პრინციპში სასიამოვნოდ. როგორც თავად მწარმოებელი აცხადებს ძირითადი ცვლილება მოხდა JavaScript – ის არქიტექტურაში… არ ვიცი მე პირადად ასეთი რა შეცვალეს მაგრამ ასევე გვამცნეს რომ თუ გვინდოდა GMail – ის ახალი ვერსიით სარგებლობა უნდა გაგვეთიშა FireBug, რამეთუ ეს უკანასკნელი GMail – ის მუშაობას ხელს უშლის და ანელებს.
გასაგებია რომ ასეთი რამ შესაძლებელია… და დავუშვი მეც ეს აზრი მაგრამ… გუშინ საღამოთი Rocko – მ მითხრა რომ GMail მის FireFox – ს ქრეშავს… მე პირადად მართლა არაფერი შემიმჩნევია მსგავსი… მაგრამ ამ დიალოგის შემდეგ გადავამოწმე GMail და მართლა დამიქრეშა FF… ჩემთვის ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ სხვა ექაუნთში შესვლას ვცდილობ (მოგეხსენებათ რომ GMail გვაძლევს ერთდროულად მრავალი ექაუნთის კონფიგურაციის საშუალებას). არადა ორი დღის წინ მართლა არ სჭირდა მსგავსი რამ!
მომენტალურად დამებადა კითხვა, საერთოდ რა შუაშია FireBug? Google – ს ქებულ JavaScript დეველოპერებს დაავიწყდათ წერა? ან ასეთი რა შეცვალეს “არქიტექტურაში”? ნამდვილად არ მესმის… და არც ვაპირებ გავიგო…
ეხლა ერთი ორი ტკბილი სიტყვა Firefox – ის შესახებ. ვინც მიცნობს ყველამ იცის რამდენად დიდ პატივს ვცემ ამ ბრაუზერს, და რამდენად შეუცვლელია ის ჩემთვის(და არამარტო) დეველოპმენტში. მაგრამ მარტო დეველოპმენტით ხომ არ შემოიფარგლება ინტერნეტთან ურთიერთობა? 2.0.0.8 ვერსიის მერე ენით აუწერელი სისულელეები სჭირს ამ ბრაუზერს…
- მეხისერებას ჭამს უსაზღვროდ, გუშინ მაგალითად მთელი დღის მუშაობის მერე 700mb - ზე მეტი ეკავა;
- 2.0.0.9 ვერსიის გამოსვლის შემდეგ გაურკვეველი პრობლემები გაუჩნდა FireBug – ს. და პროექტის გარკვეულ პეიჯებზე იგი არ მუშაობს(იგივე ქცევა შეინიშნება ვინდოუსზეც და მაკინტოშსზეც)
- რამდენიმე დღის წინ მაკზე, მუშაობისას FF – მა ამაყად განმიცხადა რომ გამოვიდა HTML ვალიდატორის განახლება… ტრადიციულად განვაახლე ეს დამატება… და რა მივიღე საბოლოო ჯამში? ნახევარი FF გადიზეიბლებული დამხვდა… მხოლოდ გვერდს ხსნიდა და მეტს არაფერს არ აკეთებდა!! ბოლოს გავარკვიე რომ ამ ვალიდატორისთვის Leopard აღმოჩნდა “Not Supported Platform”
არ ვიცი… რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? M$ + Google + Apple + Mozilla Foundation ყველა ერთად SUCKS!
ტეგები: Uncategorized
rogorc iqna, amin, ro naxet da dainaxet tu ramdenad memori-niangia eg faiarfoqsi, eeh jer sad xar cadet tabi ertad gasnat da mere naxet,
fairfoxi aris (excuse my french) futxit dacerili brouzeri.sorry meuglislaptopidan cver da qartuli asoebi ar mushaobs.(ise gavige gamosula geokbd skrpiti da iqneba am blogis mflobelma daitrios da miabas am komentars ? haa rogori ideaa, sul lotaoba da papirosis mocevac ar sheidzleba, xanxadax chemsavit unda caxvide da 3 saathsi mteli kviris xelfai caako, (tfuii amis tuuuuu ara cavedi unda davidzino tore nervebi mimtkunebs :::D )
შენ არ იცი ახლა ჩემო იოსებ, როგორ გაახარე ბრაუზერ-ფეტიშისტები
რაშია იცი როკო საქმე? როდესაც კომპანიას ყავს დიდი რაოდენობის არა უბრალოდ მომხმარებლები არამედ თაყვანისმცემლები მათ ამითი ბოროტად არ უნდა ისარგებლონ… გუგლი რომ ბოლო პერიოდის მანძილზე აშკარად წაუ – M$ – ებს ფაქტია…
FireFox – ზე დიდი ხანია ვდუმვარ მაგრამ დროსთან ერთად ე.წ. bloated პროდუქტს რომ ემსგავსება და ყოველ ახალ ვერსიასთან რომ ახალი და დისკომფორტის მომგვრელი პრობლემები აქვს ესეც ფაქტია…
კიდევ გავმეორდები რომ, ვებთან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ დეველოპმენტით არ შემოიფარგლება და ნამდვილად არ მინდა ის რომ FF რომელიც ამდენი წელია ჩემი განუყრელი ინსტრუმენტია მხოლოდ დეველოპმენტისათვის ვარგისიან სალაშინად იქცეს…
სხვათაშორის მეც მექრაშება ჯიმეილი და შესაბამისად მიწევს ხოლმე ფლეინ ჰტმლ ვერსიის ხმარება…
რაც შეეხება FF-ს… გუშინ გამოვიდა ახალი 2.0.0.10 ვერსია, და ვნახოთ – იქნებ დაფიქსეს რამე…
აშკარად ან 2.0.0.10 ვერსიაში გაასწორეს, და ან გუგლის დეველოპერებმა ინამუსეს…. მუშაობს ახალი ინტეფეისი
FF არის სუფთა დეველოპმენტ ბროუზერი, მეტი არაფერი, აღიარეთ
ერთადერთი ნორმალური ვერსია იყო 1.5 მაგის მერე ყველაფერი უკან უკან წავიდა რაც გუუგლმა ჩატენა თავისი მეშჩანი თათი, თფუი მაგარი მეზიზღება უკვე გუგლი… ფაირბაგთან პრობლემაც იმიტომ ქონდათ რომ უსაზღვროდ მარაზმი GWT რომ აქვთ და არავინ არ იკენებს და მაინც ტენიან ყველგან, …. პროდაქშენი ხარისხით FF ვერასოდეს აჯობებს ვერც IE-ს და ოპერას ხო ვაფშე ვერც გაუსწორდება ახლოს.
ლევან ხარისხს რას ეძახი შენ? იმას რომ IE – ს რენდერერი დღემდე ისეთივე საზიზღობაა როგორც IE6 – ში იყო? თუ იმას რომ JavaScript + DOM – ში აშკარად სხვა პლანეტაზე არიან? FF ძალიან სერიოზული ბრაუზერია და ნებისმიერ ასპექტში სჯობს IE – ს მემორის რომ ჭამს კი ხვდები რომ IE – სთან შედარებით ეგ მემორის ჭამა ყვავილებია… გასაგებია რომ აქვთ პრობლემები მაგ საკითხთან დაკავშირებით და ავღნიშნე მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს იმას რომ FF – ზე უკეთესია IE. IEსნაირი ჩამორჩენილი ბრაუზერი არ არსებობს დღეს მსოფლიოში. Opera – ც კარგად უბერავს FF – თან შედარებით.
ასე რომ მოვყვეთ და ჩამოვთვალოთ ვინ უკეთესი და ვინ უარესი FF მაინც აჯობებს IEსაც და Opera – საც… მაგრამ რა ხარვეზებიც აქვს იმის დამალვა სისულელეა…
ისე ახალი განახლება გამოვიდა გუშინ 2.0.0.10 და მინდა გითხრა ბევრად უფრო დაცხრა და ჩემი პოსტი უკვე ნაწილობრივ არარელევანტურია FF – ის მიმდინარე ვერსიის მიმართებაში…
მე ვგულისხმობ იმას რომ ინტერნეტ ექსპლორერი გაცილებით სწრაფად მუშაობს ყველანაირი სიტუაციის დროს 1 ტაბი იქნება თუ 50 , სპეციფიკაციასთან ახლოს რომ არ დგას ეგ ისედაც ცნობილია.
ფაირფოქსი არის გუუგლის (ექსქუზ მაი ფრენჩ) ბიჩი.
და ვაფშე რო იცოდეთ მომავალი დევს რიაში, (RIA) აი ასეთი სახის ვებში http://www.alex-uhlmann.de/flash/adobe/blog/distortionEffects/effectCube/
მართალია web2-უს ევანგეისტებს არ ეპიტნავებათ ეს მარგამ ასეა, ხო და კიდე laszlo foreva რანტაიმია სულ ფეხის თითზე კიდი ფაირეფოქსია ინტერნეტ ექპლორერი თუ ფლეში, უბერავს როგორც ხარი . მოვიდა უკვე დრო ბროუზერების აბსტრაქციის, და მიდიდ დრო როდესაც ბროუზერებისთვის ცალცალკე კოდები და ხაკები იწერებოდ, ამასთან ერთად web2 ის კონსპირაციასაც ფარდა აეხადა , ეგ მასონები ეგენი ….
არა რა ლევან შენი გასწორება არ იქნება
http://sasne.com/firefox.jpg ეს არის ფირეფოქსის სკრინშოტი რაღაც მორიგი update-ის მერე, ჩემ კომპზე
საშკა, ეგ მგონი უფრო ინტერნეტ ქონექშენის ბრალი უნდა იყოს
რაც შეეხება “რომელი ბრაუზერი ჯობია”-ს, მანდ უამრავი ასპექტია… და პრინციპში ამ ეტაოპზე მე მაინც FF-ს ვამჯობინებ…
და ჩემი დასკვნა, 2.0.0.10-ის და ჯიმეილის თავსებადობაზე, ზედმეტად ნაადრევი აღმოჩნდა
მაინც ჭედავს… ისეთი სიხშირით არა როგორც ადრე, მარა ფაქტია…
ისა და რატო მე არ მემართება ეგეთი რაღაცეები. რაც თავი მახსოვს სულ ამ ბრაუზერს ვიყენებ
არ ვიცი ლევან შენ რატომ არ გემართება მსგავსი “რაღაცეები”, მაგრამ ფაქტია არ ვარ მარტო მე ამ დღეში
მიუხედავად ყველაფრისა FF ჩემი მთავარი ინსტრუმენტია, მაგრამ ის რომ გარკვეული ხარვეზები ახასიათებს(უფრო მეტიც მოუხშირა) არც მაგის არ დანახვა შეიძლება…
P.S.
არ ნიშნავს რომ ეგ პრობლემები პანაცეაა ყველა სისტემისთვის. ზოგგან შეიძლება მსგავსი რამე არც მოხდეს…
ასევე როგორც გუგლის დეველოპერები ამბობენ პრობლემები გამოწვეულია სხვადასხვა პლაგინების გამო რომლებიც თურმე არათავსებადია ახალ GMail – თან… ხოდა აწმინდონ ხელი ერთმანეთს და იყვნენ ასე… ფაქტი ფაქტად რჩება.
პაპი, ეგ შეტყობინება ჩემთანაც გამოვდიოდა, ლინუქსზე, მაგრამ არაფერს არ ქრეშავდა. ხოდა ბოლოს მომბეზრდა ის წითელი ხაზი ზემოთ და fireBug-ს მივთითე სეთინგებში რომ google.com, gmail.com და ზოგიერთ საიტებზე გათიშული იყოს. ამის შემდეგ არც ის წითელი ხაზი არ გამოსულა.
BTW კითხვა მაქვს და სად მოგწერო აქ არ ვიცი, არ გაქვს რამე ეგეთი სერვისი: შეკიტხვები პაპთან?

აი გახსენი ცარიელი გვერდი ორივე ბრაუზერში და მისამართებში შეიყვანე ეს:
javascript: void ( document.bgColor = ‘microsoft’ )
და შეადარე. რატომაა სხვადასხვა? ის რაც მაიკროსოფტში როგორც ყოველთვის ლურჯად ეჩვენებათ მოძილაში შავია?
ამაზე კი ერთნაერია:
javascript: void ( document.bgColor = ‘faskunji’ )
მემგონი ზოგიერთი პროგრამისტი მაიმუნობს…
აუუ, მეხსიერებაზე ნუ იტყვი, მეშინია ხოლმე გარკვეულ სკრიპტებიან საიტებზე შესვლა, ისე იწყებს ”ჭამას” ეს იდიოტი მელაკუდა.
ტაკს, მე Flock-ს ვხმარობ და Gmail-ს Mozzila Thunderbird-ში ვხსნი.
ასე რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს არც ცეცხლასთან და არც G-სთან…