არქივი დეკემბერი, 2007

GeoKBD & WordPress

რამდენიმე ადამიანის თხოვნით ჩავატარე გარკვეული ტესტირებები GeoKBD – ს WordPress – თან ინტეგრაციაზე… მიუხედავად იმისა რომ WP იყენებს TinyMCE – ს ტექსტების ვიზუალური რედაქტირებისათვის აღმოჩნდა რომ GeoKBD – ს ინტეგრირება მაინც ვერ მოხერხდა.

მიზეზი მარტივი აღმოჩნდა ძალიან, WordPress – ის დეველოპერებს გადაუტვირთიათ გლობალური TinyMCE კლასის მეთოდები რის გამოც პლაგინის ჩატვირთვა ისე აღარ ხდება როგორც ეს ჩვეულებრივ TinyMCE – ს დოკუმენტაციაშია მითითებული.

ამისათვის გავაკეთე პლაგინის განახლება, რომელიც განთავსებულია გუგლის რეპოზიტორიში და შეგიძლიათ გადმოიწეროთ.

რაც შეეხება ინსტალაციას. ეს პროცესი ტრადიციულად მარტივია, გახსენით geokbd-0-2.zip და მის შიგნით არსებული ფაილები გადაიტანეტ ქვემოთ ნაჩვენებ კატალოგში:

/[ROOT]/wp-includes/js/tinymce/plugins/geokbd

ცხადია geokbd კატალოგი წინასწარ უნდა შექმნათ.

შემდეგ გახსენით ფაილი:

/[ROOT]/wp-includes/js/tinymce/tiny_mce_config.php

და მასში მოძებნეთ შემდეგი სტრიქონი:

$plugins = array('inlinepopups', 'autosave', 'spellchecker', 'paste', 'wordpress');

ეს სტრიქონი დაახლოვებით 28-ე ხაზზეა. შემდეგ გადააკეთეთ იგი შემდეგნაირად:

$plugins = array('inlinepopups', 'autosave', 'spellchecker', 'paste', 'wordpress', 'geokbd');

ანუ პლაგინების ჩამონათვალის მასივში საჭიროა geokbd პლაგინის სახელის მითითება.

სულ ეს არის და ეს :)

ტეგები:

Ajax: HTML ფორმის სერიალიზაცია POST რიქვესტისთვის

ვაგრძელებ სერიალიზაციის თემას, და ამჯერად შევეხები HTML ფორმის სერიალიზაციას. HTML ფორმის სერიალიზაციაში იგულისხმება მისი ველების სახელებისა და მნიშვნელობების ჩვეულებრივ პარამეტრი/მნიშვნელობა(parameter/value) სტრიქონში გადაყვანა. ეს ფორმატი ყველასთვის კარგად არის ცნობილი და მას აქვს ტრადიცულად შემდეგი სახე:

param1=value1&param2=value2&param3=value3

ანუ პარამეტრი/მნიშვნელობა წყვილების ერთობლიობა, სადაც წყვილის გამოყოფად გამოიყენება & სიმბოლო.

რა საჭიროა ფორმის ველებისა და მნიშნველობების ასეთი ფორმატში გადაყვანა? ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია XMLHttpRequest (XHR) კონტექსტში. ცნობილია რომ ე.წ. “Ajax” აპლიკაციებში ფართოდ სწორედ ეს ობიექტი გამოიყენება, და უშუალოდ მისი მეშვეობით ხორციელდება ასინქრონული რიქვესტები(მოთხოვნები?) სერვერზე. გამომდინარე იქედან რომ XHR სერვერვთან კომუნიკაციისათვის იყენებს ჩვეულებრივ HTTP პროტოკოლს, მისი მეშვეობით სევერზე მონაცემების გაგზავნა შეგვიძლია ტრადიციულად ან POST ან GET მეთოდით.

ცნობილია რომ GET მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია ისეთ შემთხვევაში, როდესაც სერვერზე გასაგზავნი ინფორმაცია არის ძალიან მცირე. რადგან ამ მეთოდის გამოყენებისას სერვერზე გასაგზავნი ყველა პარამეტრი იგზავნება URI – ს მეშვეობით ცხადია რომ გარკვეული შეზღუდვა ინფორმაციის ზომაზე არსებობს.

რაც შეეხება POST მეთოდს, იგი გამოიყენება ისეთ შემთხვევაში როდესაც სერვერზე გასაგზავნი ინფორმაციის ოდენობა არის დიდი. გამომდინარე იქედან რომ GET მეთოდისაგან განსხვავებით ამ ინფორმაციის გაგზავნა სერვერზე ხდება არა URI – ს მეშვეობით არამედ ის იდება უშუალოდ HTTP – ს ტანში ეს შეზღუდვა გარკვეულწილად იხსენბა.

ტრადიციული გზით(იგულისხმება XHR – ის გარეშე) ფორმის სერვერზე გაგზავნის შემთხვევაში ზემოთთქმული ხორციელდება ავტომატურად, ბრაუზერის მიერ. თუმცა XHR – ს მსგავსი რამ არ შეუძლია და ასეთ შემთხვევაში პარამეტრების შესაბამისი მომზადება და ობიექტის მეთოდებისათვის მათი გადაცემის პასუხისმგელობა მთლიანად პროგრამისტს ეკისრება. სრულად »

ტეგები: ,

JavaScript: ობიექტის JSON სერიალიზაცია

JSON (JavaScript Object Notation) – ნოტაცია დღესდღეობით ფართოდ გამოყენებადი და ძალიან მოხერხებული საშუალებაა ინფორმაციის გაცვლისათვის. გამომდინარე იქედან რომ იგი არის ჩვეულებრივი სტრიქონი, იგი არ არის დამოკიდებული არც ენაზე და არც პლატფორმაზე.

JSON თანაბარი წარმატებით გამოიყენება ისეთი მაღალი დონის ენებში როგორიც არის: Java, PHP, Ruby, C#, JavaScript და ა.შ. გარდა ამისა იგი არის ერთერთი შეუცვლელი ნაწილი თანამედროვე Ajax აპლიკაციებისა და ფართოდ გამოიყენება კლიენტსა და სერვერს შორის ინფორმაციის მიმოცვლისათვის. სრულად »

ტეგები: ,