არა მე არ მძულს IE მე იგი მეზიზღება… მაგრამ მეზიზღება არა იმიტომ რომ მისი მწარმოებელი არის M$ და მე კი ბილ გეიტსის მტერი ვარ და ასე შემდეგ
ამისათვის რამდენიმე მარტივი მიზეზი არსებობს:
-
ჯერ ერთი ეს ბრაუზერი მართლაც რომ SUCKS;
- ყველაზე მეტ დროს როდესაც ვმუშაობ JavaScript – თან თუ CSS – სთან, სწორედ IE – სთვის ოპტიმიზაციაზე ვხარჯავ;
- იმედი მქონდა რომ ახალი ვერსია გამართული იქნებოდა მაგრამ მაინც SUCKS;
- IE6 – ს გააჩნია მეხსიერების მენეჯმენტის პრობლემა რაც ჩემი საზრუნავია;
- და ბოლოს და ბოლოს ამას ეტიკეტი მოთხოვს
რაც შეეხება ამ კატეგორიის დანიშნულებას, მასში განვათავსებ მხოლოდ ისეთ პოსტებს რომლებშიც მოხსენიებულია ისეთი პრობლემატური საკითხები რომლებიც პრობლემატურია მხოლოდ IE – ში(ანუ არის რეალიზაციის BUG) ან გამოგონილია IE – ს დეველოპერების მიერ და არცერთ სტანდარტში არ ჯდება რაც თავისთავად იწვევს კოდის გაყოფის საჭიროებას.
გარდა ამისა იმედი მაქვს რომ ამ განყოფილებაში განთავსებული პოსტები დაეხმარება შედარებით გამოუცდელ JavaScript/CSS კოდერებს რათა უფრო ადვილად გაუმკლავდნენ IE – ს და მისთვის დამახასიათებელ პრობლემებს.
P.S.
IE Sucks!