ამჯერად ყურადღება მინდა შევაჩერო ლიტერალებზე… კერძოდ ობიექტის(object) და მასივის(array) ლიტერალებზე. ისინი წარმოადგენენ პროგრამირების ენის მარტივ, სასარგებლო შესაძლებლობებს და ხშირად გამოიყენებიან პრაქტიკაში. სრულად »
არქივი თებერვალი, 2007
<thead>, <tbody> & <tfoot> რა საჭიროა ეს სამი ტეგი?
რა საჭიროა ეს სამი ტეგი? შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ რამეში? ეს და სხვა მსგავსი შეკითხვები მაწუხებდა მუდმივად სადაც კი ამ ტეგებს მოვკრავდი თვალს… თუმცა დიდ მნიშვნელობას არასოდეს არ ვანიჭებდი მათ არსებობას… ერთადერთი როდესაც ინტენსიურად დავიწყე JavaScript DOM API-ს გამოყენება აღმოჩნდა რომ თუ სკრიპტი სრულდებოდა IE-ში, ხოლო მისი მეშვეობით არსებულ ცხრილში გვინდოდა ახალი სტრიქონის (tr) დამატება დინამიურად, <tbody> ტეგის გარეშე ეს სკრიპტი არ მუშაობდა… სრულად »
ტეგები: XHTML
ელემენტის სტილებთან მუშაობა – ნაწილი 2
ელემენტების სტილებთან მუშაობა ხშირი და გარდაუვალი აუცილებლობაა, თუმცა მას გააჩნია თავისი სირთულეები. სტილებთან მუშაობის მარტივი მაგლითი აღწერილია ამ სტატიის პირველ ნაწილში. რაში მდგომარეობს სტილებთან მუშაობის სირთულე და რითია ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი? მთავარი პრობლემა ბროუზერების არათავსებადობაში მდგომარეობს, მიუხედავად იმისა რომ დღეს მინიმუმამდე დავიდა ეს პრობლემა გარკვეულ და ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებში მაინც საჭიროა ამ პრობლემასთან ბრძოლა. სრულად »
ტეგები: CSS, JavaScript
ელემენტის სტილებთან მუშაობა – ნაწილი 1
HTML ელემენტებთან მუშაობისას JavaScript-ით ხშირად საჭიროა მისი სტილების ცვლა. სხვადასხვა შემთხვევაში და სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტის დროს შეიძლება ერთი ან რამდენიმე სტილი შევუცვალოთ ელემენტს, თუმცა ცვლილების გარდა ხშირ შემთხვევაში საჭიროა ელემენტს დავუბრუნოთ საწყისი სახე გარკვეული ოპერაციის დასრულების შემდეგ. სრულად »
ტეგები: CSS, JavaScript
ეფექტური მუშაობა CSS კლასებთან JavaScript-ის მეშვეობით
რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობართან საუბრისას(Otory) მან დამისვა ასეთი შეკითხვა შეიძლებოდა თუ არა რომ HTML ელემენტისთვის რაიმე ეფექტური გზით მოგვეშორებინა CSS კლასი. ცნობილია რომ ერთ ელემენტს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე CSS კლასი ერთდროულად:
[html]
[/html]
ასევე შესაძლებელია რომ ელემენტს JavaScript – ის მეშვეობით დავამატოთ ან მივანიჭოთ სხვა CSS კლასი. თუმცა რომელიმე ერთი კონკრეტული კლასის მოცილება ელემენტისთვის თუ მას გააჩნია რამდენიმე კლასი გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან არ არსებობს რაიმე წინასწარ შემუშავებული მეთოდი ამ ამოცანის გადასაწყვეტად. სრულად »
ტეგები: CSS, JavaScript
Registry პატერნი – php4
Registry პატერნი გამოიყენება გლობალურ მონაცემებთან სამუშაოდ (გლობალური ცვლადები). ამ პატერნის მეშვეობით შესაძლებელია ორგანიზება გავუკეთოთ ნებისმიერ გლობალურ მონაცემს და შედმგომში ადვილად გამოვიყენოთ ეს მონაცემები. ნაცვლად იმისა რომ გლობალური მონაცემები შევინახოთ PHP-ს გლობალურ $GLOBAL მასივში (რომლის გამოყენებაც აპლიკაციის წერისას არცთუ სასიამოვნო პროცესია), ბევრად ეფექტური იქნება თუ ასეთ მონაცემებთან სამუშაოდ გვექნება რაიმე ჩამოყალიბებული და მოქნილი მექანიზმი. სწორედ ასეთ მექანიზმს წარმოადგენს Registry პატერნი. სრულად »
ტეგები: Design Patterns, PHP
Singleton პატერნი – PHP4 და PHP5
შესაძლებელია თუ არა ამ საჭირო პატერნის რეალიზაცია PHP4 – ში? მიუხედავად იმისა რომ უმრავი რამ არის ნათქვამი PHP-ს ამ ვერსიის არასრულფასოვან ობიექტზე ორიენტირებულ შესაძლებლობებზე – ეს შესაძლებელია თუმცა გარკვეულწილად ეს არის ხელოვნური და შედარებით რთული გზა ვიდრე PHP5-სა და Java-ში. (დეტალურად ამ პატერნის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ პოსტში). სრულად »
ტეგები: Design Patterns, PHP
Singleton პატერნი – Java
ყველა სახელმძღვანელო რომელიც წამიკითხავს იწყება სწორედ ამ პატერნის აღწერით, რაც უდავოდ გამოწვეულია იმით რომ იგი წარმოადგენს ყველაზე მარტივს არსებულ პატერნებს შორის. სრულად »
ტეგები: Design Patterns, Java
JavaScript WTF Vol. 2 – ანონიმური ფუნქციები
ანონიმური ფუნქციები JavaScript-ში ერთერთი მოქნილი და სასარგებლო საშუალებაა თუმცა პერიოდულად გარკვეული სირთულეები მათი გამოყენებისას მაინც გვხვდება. სრულად »
ტეგები: JavaScript, JavaScript WTF
JavaScript WTF Vol. 1 – ფუნქციის call და apply მეთოდები
შემთხვევით რაღაც JavaScript კოდის გარჩევისას თვალი მოვკარი მსგავს: func.call() და func.apply() კოდს. თავიდან არ მივაქციე ყურადღება მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სხვა ადგილას მოვკარი თვალი იგივე ტიპის კოდს, თუმცა პირველად და მეორედ ნანახ კოდს ერთმანეთთან კავშირი არ ქონდა. დავინტერესდი და მოვიძიე ინფორმაცია ამ ორი მეთოდის call() და apply() – ს შესახებ და აღმოვაჩინე რომ… სრულად »
ტეგები: JavaScript, JavaScript WTF