პირველი HelloWorld ვებ აპლიკაცია

ეს ტურორიალიც განკუთვნილია სტუდენტებისათვის, და დამწყები Java პროგრამისტებისთვის. დიდი მადლობა მიშა კაპანაძეს ტექსტის რედაქტირებისათვის, და ინსტალაციის ინსტრუქციის ლინუქსის ვერსიის დამატებისათვის.

ვებ აპლიკაციის გასაშვებათ საჭიროა ვებ კონტეინერი, ჩვენს შემთხვევაში Tomcat. მისი გადმოწერა შეიძლება ოფიციალური საიტიდან

Tomcat – ის ინსტალაცია Windows-ში
1) გადმოიწერეთ Tomcat-ის ვერსია Windows-ისათვის მისი ერთ-ერთი სერვერიდან

2) გაუშვით გადმოწერილი ფაილი
3) Choose Install Location განყოფილებაში ინსტალაციის მისამართად მიუთითეთ C:tomcat5
4) Java Virtual Machine განყოფილებაში მიუთითეთ თქვენი JRE – ს მისამართი (აქ გამოქვეყნებული ჯავას ინსტალაციის ინსტრუქცით დაინსტალირების შემთხვევაში მიუთითეთ C:jdk1.5jre)
5) ინსტალაციის ბოლო ეტაპზე მონიშნეთ ჩეკბოქსი (თოლია) Run Apache Tomcat და დააჭირეთ ღილაკს Finish

Tomcat-ის მულტი-პლატფორმული ვერსიის ინსტალაცია (მუშაობს Linux, Windows და სხვა პლატფორმებზე)
ინსტალაცია ლინუქსზე

1) გადმოიწერეთ Tomcat-ის მულტი-პლატფორმული ვერსია მისი ერთ-ერთი სერვერიდან
2) გახსენით გადმოწერილი ფაილი რომელიმე დირექტორიაში. მაგალითად, /home/mikheil/tomcat
3) დარწმუნდით, რომ ჯავა სწორადაა ინსტალირებული? და Environment Variable, სახელად JAVA_HOME სწორადაა კონფიგურირებული და რომ ბრძანება java იშვება ამ დირექტორიიდან (ბრძანებით type java). თუკი ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს .bashrc ფაილში PATH-ის დასაწყისში ჩაუმატეთ $JAVA_HOME/bin: (ორწერტილი აუცილებელია დანარჩენი მისამართებისაგან გამოსაყოფად)
4) /home/mikheil/tomcat/bin -ში მოთავსებულ ფაილებს გაფართოებით sh მიეცით შესრულების უფლებები (მაგალითად, chmod 755 *.sh)
5) გაუშვით სკრიპტი startup.sh

ინსტალაციის შემოწმება
გახსენით თქვენი ინტერნეტ ბროუზერი (ნებისმიერი) და გახსენით შემდეგი მისამართი: http://localhost:8080/
თუ ჩაიტვირთა გვერდი წარწერით Apache Tomcat/5.5.20 და კატის სურათით ე.ი. ინსტალაციამ ჩაიარა წარმატებით.

1) შედით მისამართზე: C:tomcat5webapps
2) შექმენით ფოლდერი hello
3) hello დირექტორიაში შექმენით ქვედირექტორია სახელად WEB-INF
4) WEB-INF ფოლდერში შექმენით web.xml ფაილი (ფაილი შექმენით ზუსტად იგივე მეთოდით როგორც ნაჩვენები იყო წინა მაგალითში)
და მასში ჩაწერეთ შემდეგი ტექსტი:

[xml]
< ?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1" ?>
xmlns:xsi="http://www.w3.org/2001/XMLSchema-instance"
xsi:schemaLocation="http://java.sun.com/xml/ns/j2ee http://java.sun.com/xml/ns/j2ee/web-app_2_4.xsd"
version="2.4">

Hello, World Application
Hello, World Application


[/xml]

5) გადადით hello დირექტორიაში და მასში შექმენით ფაილი სახელად index.jsp და მასში ჩაწერეთ შემდეგი ტექსტი:

[html]

< % out.print("Hello World!"); %>


[/html]

6) ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ უნდა მიიღოთ ფაილების მსგავსი სტრუქტურა:

|-hello
|—index.jsp
|—web-inf
|——web.xml

7) გახსენით ბროუზერი და გახსენით შემდეგი მისამართი: http://localhost:8080/hello/

თუ ყველაფერი შეასრულედ სწორად ბროუზერში უნდა დაინხოთ შემდეგი ტექსტი: Hello World!

შემდეგ ეტაპზე თქვენს ახლად შექმნილ აპლიკაციას დავამატოთ ინტერაქტიულობა

1) გახსენით თქვენს მიერ შექმნილი index.jsp ფაილი და დაარედაქტირეთ მისი ტექსტი შემდეგნაირად:

[html]

< %

String name = request.getParameter("name");

if (name != null) {
out.print("Hello World! " + name);
} else {
out.print("Hello World!");
}

%>


Enter Name:


[/html]

2) გახსენით მისამართი: http://localhost:8080/hello/ თქვენ უნდა დაინახოთ სახეცვლილი გვერდი, კერძოდ მას დაემატა ერთი ტექსტური ველი. შეიტანეთ ამ ველში თქვენთვის სასურველი სახელი (ან ნებისმიერი ტექსტი) და დააჭირეთ ღილაკს Enter

შედეგად მივიღეთ მცირე ინტერაქტიული ვებ აპლიკაცია.

ოდნავ გავართულოთ აპლიკაცია და გადავაკეთოთ იგი მარტივ კალკულატორად.

1) გახსენით და დაარედაქტირეთ index.jsp ფაილი შემდეგნაირად:

[html]

< %

String calculate = request.getParameter("calculate");

if (calculate != null) {

int valueOne = Integer.parseInt(request.getParameter("valueOne"));
int valueTwo = Integer.parseInt(request.getParameter("valueTwo"));
int result = valueOne + valueTwo;

out.print("Calculation Result = ” + result + “


“);

}

%>

Value One:
+
Value Two:


[/html]

2) გახსენით მისამართი: http://localhost:8080/hello/ თქვენ უნდა დაინახოთ ორი ველი (Value One და Value Two) შეიტანეთ ამ ველებში ნებისმიერი ციფრები და დააჭირეთ ღილაკს Calculate

ტეგები:

2 Responses to “პირველი HelloWorld ვებ აპლიკაცია”

  1. Davit ამბობს:

    Srvlete-ებზე რამე მაგალითი თუ გაქვთ გამომიგზავნეთ რა mail-ზე

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"