რატომ არ ბლოგერობენ ქართველი დეველოპერები?

ბოლო პერიოდია ხშირად ვფიქრობ საკითხზე თუ რატომ არ უყვართ/აქვთ ქართველ დეველოპერებს ბლოგები? ბოლო რამდენიმე წელიწადია ბლოგერობა ძალიან პოპულარული გახდა დასავლეთში… ანუ იქ სადაც ინტერნეტი თავის მომხმარებლებითურთ საგრძნობლად წინ არის ე.წ. ჯინეტზე. ძალიან ბევრ დეველოპერს აქვს შესანიშნავი ბლოგი, რომლებიც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების/მიღების ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტია დღევანდელი გიჟური რიტმის მქონე ცხოვრებაში… არსებობს უამრავი პრობლემატური საკითხი რომლებზეც პასუხის პოვნა ხშირ შემთხვევაში მომენტალურად შესაძლებელია Google – ს მეშვეობით… და ასეთ კითხვებზე პასუხს ხშირად ვიპოვით ბლოგებზე.

რა გვჭირს აქ საქართველოში? რატომ არ გვიყვარს ადგილობრივ დეველოპერებს ბლოგერობა? ვერაფრით ვერ ვუპოვე ამ კითხვას პასუხი.. ერთადერთი ის დამრჩენია რომ ვივარაუდო, მაგრამ ვარაუდებიც არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია… ჩემი პირადი გამოცდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ გამიჭირდა ბლოგერობის დაწყება… მაგრამ დავიწყე და მინდა ვაღიარო ძალიან აზარტული საქმიანობა აღმოჩნდა… გარდა იმისა რომ ვგრძნობ ჩემი ზოგიერთი პოსტი სასარგებლოა ამ ბლოგის მციერე რაოდენობის მკითხველებისათვის, ასევე ვატყობ რომ ძალიან ბევრ საკითხს რომელსაც ვეხები აქ, უფრო კარგად ვეუფლები და უფრო საფუძვლიან წარმოდგენას ვიქმნი… ანუ სარგებელი ორმხრივია.

დღეს ვეძებდი და სულ თითზე დასათვლელი ტექნიკური ტიპის ბლოგები ვიპოვე:

  • http://www.code.ge/ – თქვენი მონა მორჩილის ბლოგი;
  • http://www.way2web2.com/ – რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა;
  • http://www.tutorials.ge/ – რომელიც გარკვეული პერიოდია არსებობს და ჩემის აზრით დამწყებთათვის კარგი ადგილია გარკვეული ცოდნის მისაღებად;
  • http://www.freshblurbs.com/ – ძალიან მაღალი დონის ბლოგია, თუმცა არაქართულენოვანი;
  • http://www.about.ge/blog/ – ზოგადი ტექნიკური ბლოგი
  • http://blog.gogelia.ge/ – ბლოგი Apple – ს შესახებ

არც თავად ბლოგებია ბევრი, და არც მათზე განთავსებული მასალა არის უხვად. არადა ყოველ ჩამოთვლილ ბლოგზე გარკვეული ტიპის სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება.

მაშ რატომ არ ბლოგერობენ ქართველი დეველოპერები? ალბათ ამის არგუმენტი იქნება დრო რომელიც ასე ძვირი ღირს… მაგრამ მერწმუნეთ თვეში სამი/ოთხი პოსტის გაკეთება არცთუ დიდი დროს მოითხოვს :)

ასე რომ ქართველო დეველოპერებო, მოგიწოდებთ!!! იბლოგერეთ!!! :D თითოეულ ჩვენგანს ხომ გარკვეულწილად უნიკალური ცოდნა გააჩნია? ზოგიერთს კი ისეთი ცოდნა აქვს რომელიც ნებისმიერ დასავლურ კომპანიაში მომუშავე სუპერპროფესიონალს შეშურდება? რა ჯობია ამ ცოდნის გადმოცემას და სხვებისთვის გაზიარებას? :)

ტეგები:

50 Responses to “რატომ არ ბლოგერობენ ქართველი დეველოპერები?”

  1. გიორგი ამბობს:

    ვუერთდები იოსების მოწოდებას :)

  2. იოსები ამბობს:

    გიორგი, თან საქმე თან საქმე :)

    მოწოდებას საქმით უნდა შეუერთდე :P არ მოგვაკლო კარგი პოსტები, თან მე შენ გეტყვი არ შეგიძლია B-)

  3. ალეკო205 ამბობს:

    გიორგი შენი მიერთება ვიცი მე :) “JSF და ლოკალიზაცია” ზეპირად ვისწავლეწ უკვე :D . :) ვიცი რომ დრო არ გაქვს მარა ცოტა რამე მაინც წაამატე :p. მეც შევეცდები ჩემი ძალა არ დავიშურო. :) იოსებზე ხომ საუბარი არააა :) კარგი მოწოდება იყო იოსებ :)

  4. Abnormalia ამბობს:

    ჰმ, ვცადო რა მეც, იქნება მომეწონოს.

    აბა “გამანათლეთ” უცებ საიდან ჩამოვწერო/გავმართო ჰოსტზე ეს ბედნიერება ?

  5. იოსები ამბობს:

    ალეკო აშკარად სხვა გიორგიზე ლაპარაკობ :P შეგნებულად არ ვახსენე მისი ბლოგი აქ, ჯერ არ იმსახურებს სიზარმაცის გამო :D

  6. ალეკო205 ამბობს:

    ა მაშინ მაპატიოს ამ გიორგიმ :D მე ვინც მეგონა, ისიც ზარმაცი აღმოჩნდა თავისი ბლოგისთვის და იმასაც გიორგი ჰქვია :) მაპატიონს ამ გიორგიმ და გაიგოს იმ გიორგი კ-მ :)

  7. იოსები ამბობს:

    Abnormalia

    აი მესმის ოპერატიულობა :D

    ესე იგი არაფერი არ არის ამისათვის განსაკუთრებული საჭირო…

    პირველ რიგში უნდა გადმოწერო და დააყენო ვორდპრესი

    ინსტალაცია მარტივია ძალიან.

    აქტიური ბლოგერობისათვის დაგჭირდება სინტაქს ჰაილათის პლაგინი

    დანარჩენ დეტალებს თუ დაგაინტერესებს ყველაფერს გეტყვი რაც ვისწავლე ამ პერიოდში ბლოგერობაზე :)

    ა ხო სკინების დიდი არჩევანი ვორდპრესისთვის: http://www.skinpress.com/ (მადლობა bittinger – ს ამ რესურსისთვის) :)

  8. გიორგი ამბობს:

    არა, ჯავაზე მე არ ვწერ, რაც არ ვიცი, არ ვიცი :D

    ესეც კარგი პლაგინია, Source Code syntax highlighting-ისთვის:
    http://www.deanlee.cn/wordpress/code_highlighter_plugin_for_wordpress/

  9. Abnormalia ამბობს:

    ტაააკს მიდის უკვე ფაილების ატვირთვა ჰოსტზე….

    სინტაქვს ჰაილაითმა 404 დამიბრუნა…

    სკინებს გადავხედავ

  10. იოსები ამბობს:

    ვა არასწორი ლინკი ამოვიღე ეტყობა სორს ფაილიდან :)

    http://blog.igeek.info/wp-plugins/igsyntax-hiliter/
    http://wp-plugins.net/plugin/syntax_hiliter/

  11. ლევანი ამბობს:

    გადავწყვიტე ჩემი ბლოგი ჯუმლაზოხისტიდან წორდპრესს დავუბრუნო , დავიტანჯე ამიის … ხო და კიდე ალბათ java.ge ს აღვადგენ 3-4 თვის მერე :D

  12. Abnormalia ამბობს:

    http://geogamedev.net/wordpress/

    ეს ჯერ სატესტოდ დავაყენე გავეთამაშები და ავამუშავებ მალე…

  13. იოსები ამბობს:

    Abnormalia

    იმენა საღოლ! :) სულ ბევრი და ლამაზ ლამაზი პოსტების წერაში გაგეცვითოს ეგ ძრავი :)

    ისა ბლოგზე რომ გამოხმაურების ფორმა რეგისტრაციის გარეშე მუშაობდეს არ შეიძლება? ;)

    domen
    doc.ge პრინციპულად არ მომიხსენიებია ჩამონათვალში, იცის მისმა ავტორმა რატომაც მოვიქეცი ასე :)

    ამ რესურსის: http://olympiad.myweb.ge/ შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი, დიდი მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის :)

  14. Abnormalia ამბობს:

    ჯერ ვატესტირებ რეებს ვრთავ და რეებს ვთიშავ აზზე არ ვარ ;)

  15. იოსები ამბობს:

    :D ხო აბა ისე როგორ იქნება? სულ ცოტა ხანში პროფესიონალურად აითვისებ ვორდპრესს, მარტივად მოსახმარი ინსტრუმენტია :)

    მაგრამ… მთავარია ბევრი და კარგი პოსტები! :D

  16. Abnormalia ამბობს:

    ისა ქართულად აკრეფვა და რამე ეგ უნდა მე შევცვალო ხომ ?

  17. ლევანი ამბობს:

    სოსო, შეგიძლია დადო წორდპრესის ქართული პო ფაილი აქ? (პლიზ პლიზ პლიზ) .

  18. იოსები ამბობს:

    Abnormalia

    ხო თუ გინდა რომ ფორმაში OS – ის კიბორდის გარეშე წერო მოგიწევს :D მე OS – ისას ვიყენებდი აქამდე… მერე აგერ ზევით მარჯვენა კუთხეში რომ ბანერია ეგ მივაინტეგრირე ოღონდ მარტო აქ, კომენტარის გასაკეთებელ ფორმაში… პოსტების წერისას ისევ ჩვეულებრივ OS – ის კიბორდს ვიყენებ :D

    ასე მაქვს ჩასმული მე, ზუსტად ამ textarea – ს მერე:

    <script src="geokbd.js" type="text/javascript"></script>
    <script type="text/javascript">
    		GeoKBD.map('commentform', ['author', 'comment']);
    </script>
    

    თავად კიბორდის სკრიპტი: http://geokbd.googlecode.com/svn/trunk/geokbd/geokbd.js

    ლევან

    ქართული “პო” ფაილი რა არის? :(

  19. ლევანი ამბობს:

    წორდპრესის ქართული ენის პაკეტი აი სიი :

    http://codex.wordpress.org/Translating_WordPress

  20. იოსები ამბობს:

    ააა არ მაქვს ქართული ენის პაკეტი, ანუ არ გამიქართულებია wp :)

    ეს სკინი რომ ავაწყე ხისტად გავწერე ქართული ტექსტები სკინის ფაილებში :D ანუ გლეხურად მაქვს გაკეთებული ;)

  21. Rocko ამბობს:

    ვორდპრესის სკინების აბსოლუტური უმრავლესობა po-ფაილებით არ ქართულდება :) მისი ლოკალიზაცია “ხისტად” ხდება, კოდ-ედიტორით, ხელით ჩასწორებით. სულ რამოდენიმე php ფაილია და არ არის ძნელი პროცესი.

    po-ფაილი კი სამართავი პანელის ინტერფეისის სტრინგებს შეიცავს მხოლოდ.

    P.S. რა ამის პასუხია და, იოსებ, ამ გამოხმაურების textarea-ს რაიმე ფონტი მიუთითე რა სტილში :D

  22. ლევანი ამბობს:

    ვორდპრესის სკინების აბსოლუტური უმრავლესობა po-ფაილებით არ ქართულდება :) მისი ლოკალიზაცია “ხისტად” ხდება, კოდ-ედიტორით, ხელით ჩასწორებით. სულ რამოდენიმე php ფაილია და არ არის ძნელი პროცესი.

    po-ფაილი კი სამართავი პანელის ინტერფეისის სტრინგებს შეიცავს მხოლოდ.

    P.S. რა ამის პასუხია და, იოსებ, ამ გამოხმაურების textarea-ს რაიმე ფონტი მიუთითე რა სტილში :D

    დაიწყო ისევე :D ვააააააა ….
    ოფიციალურად მასეა და “გლეხურად” ისე როგორც შენ ამბობ, მაგრამ მეც ალბათ გლეხურად ვიზამ

  23. Rocko ამბობს:

    დაიწყო ისევე

    ლოლ :D :D :D

  24. ლევანი ამბობს:

    ესეიგი შენ ამბობ რომ წორდპრეს არ ჩაუნერგია გაინტერნაშიონალიზება სისტემაში საერთოდ? და მარტო სამართავი პანელისთვის ჩარგეს? 9საინტერესო თეორებაა (ძირს web2 ) სორრი სოსო გაგიფორუმეთ ბლოგი :D :D

  25. იოსები ამბობს:

    Rocko

    P.S. რა ამის პასუხია და, იოსებ, ამ გამოხმაურების textarea-ს რაიმე ფონტი მიუთითე რა სტილში

    ასეა რა… ჯერ კიბორდს დაგაყენებინებენ… მერე რაიმე ფონტის მითითებას… და ბოლოს რას მოითხოვენ კაცმა არ იცის :P

  26. გიორგი ამბობს:

    ისე… უნდა ვაღიარო, რომ წორდპრესი… ჰმ… მომბეზრდასავით… კარგი კია, ისე, მამაძაღლი… :)

    პირადი ბლოგისთვის რაღაც სხვა მინდა, უფრო მეტად კიჩური :D

  27. Abnormalia ამბობს:

    აუ დავიტანჯე რა ამ სტილების არჩევა/თვალიერებით რამე ცოტა ნორმალური მანახეთ/მირჩიეთ…

    და ბარემ ხელით რომ არ ვცვალო ქართული ფაილებიც მოაყოლეთ და დავიწყე ბლოგერობაი…..

  28. ლევანი ამბობს:

    ასეა რა… ჯერ კიბორდს დაგაყენებინებენ… მერე რაიმე ფონტის მითითებას… და ბოლოს რას მოითხოვენ კაცმა არ იცის :P

    რახან ენთუზიაზმი არ იცი როგორ დაიოკო, იქნება WYSIWYG იც მიაბა ბარემ ამ კომენტარებს :D
    ანდა ვოის ცომანდ რეკოგნისენი რო წერა არ მომიწიოს და პირდაპირ ვუკარნახო :D

  29. იოსები ამბობს:

    Abnormalia

    რა სკინებთანაც მე მიმუშავია ყველგან ხისტად იყო გაწერილი ყველაფერი :( ეს სკინი რომ გავაკეთე მასევე მოვიქეცი მეც..

    აბა ამ სკინს დახედე: http://www.skinpress.com/demo/

    მე მგონი ურიგო არ უნდა იყოს. ესეც გადმოსაწერი მისამართი: http://www.skinpress.com/themes/bluedark-10.zip

  30. ოთო ამბობს:

    იოსები

    აბა ამ სკინს დახედე: http://www.skinpress.com/demo/

    არ გეკადრება ეგეთი ლინკების დადება სოს :) )
    “პეჩე”-ებში ინახავს სკინპრესი არჩეულ სკინს და მაგ URL-ზე შესვლისას ანახებს ;)

  31. იოსები ამბობს:

    უპს, არ ვიცოდი თუ მასე შვებოდა :(

    აგერ სკინის მისამართი http://www.skinpress.com/blue-dark/

  32. ოთო ამბობს:

    აი ხალხნო… ჩემი პატარა მოკრძალებული ბლოგიც… http://www.howto.ge

  33. Rocko ამბობს:

    აი ხალხნო… ჩემი პატარა მოკრძალებული ბლოგიც… http://www.howto.ge

    ვამაყობ შენით :D
    აბა შენ იცი ;) მარტო ვორდპრესის დაყენებით არ შემოიფარგლო :D

  34. გიორგი ამბობს:

    ოთო, კიდევ ერთხელ გილოცავ ;) პირველი რომ გაქვს, ისეთი და უკეთესი სტატიებით განაგრძე :)

  35. ოთო ამბობს:

    დიდი მადლობა გიორგი ;)

  36. იოსები ამბობს:

    ვაჰ ვაჰ ვაჰ :D გამოამზეურე ბოლო ბოლო? ;) აბა სულ სულ სულ კარგი პოსტების წერაში :)

  37. ოთო ამბობს:

    მადლობა ბიძია :)

  38. Abnormalia ამბობს:

    რა მაინტერესებს. კოდის საჩვენებელი ფლაგინი მიყენია wordpress-ეტყობა ვერ ხვდება რომ & და სიმბოლოები კოდია და amp და gt, lt-ზე არ ცვლოს როცა რედაქტირებას ვაკეთებ.

  39. იოსები ამბობს:

    თუ ვიზივიგ რედაქტორით მუშაობ მაგ პრობლემას ვერ აირიდებ თავიდან :( ეგ ერთერთი მიზეზია რომლის გამოც ეგ რეჟიმი გამოვურთე :(

    გამორთვა თუ გინდა უნდა შეხვიდე: wp-admin->my profeile და “Use the visual editor when writing” ჩეკბოქსი გამორთო :)

  40. გოდე ამბობს:

    ვუერთდები მოწოდებას :) მე გავაკეთე უკვე ბლოგი, მაგრამ ჯერ არც მასალები შემიტანია და არც აზრზე მომიყვანია :) ძირითადა php-ს გაკვეთილების დადებას ვაპირებ და დანარჩენს რასაც ცხოვრება მოიტანს :)

  41. Dv0rsky ამბობს:

    მშვენიერი ბლოგი გქონიათ, ბატონო იოსებ.

    სიამოვნებით დავამატებ ბლოგროლში.

    და ამ პოსტს რაც შეეხება – ამისათვის გმადლობთ, რომ ყველაზე საინტერესო ხალხს მოუწოდებთ, ბლოგები გახსნან :)

    (ეს პირველი კომენტარია თქვენობით, თორემ მერე ეგრევე ”შენ”-ობით დავიწყებთ, იმედია)

  42. იოსები ამბობს:

    გოდე როგორც ყოველთვის წარმატებებს გისურვებ ;)

    Dv0rsky
    დიდი მადლობა :)

  43. კოკო ამბობს:

    ამას წინათ ვცადე ბლოგის გაკეთება ჯერ ჩემით დავწერ მეთქი.. მერე დამეზარა და ვორ-პრესი დავაყენე საბოლოოდ კი ვერ გადავწყვიტე ბლოგი ვისთვის ჯობია გავაკეთო, დამწყებთათვის თუ უფრო “Advanced” მომხმარებლებისთვის. რას მირჩევთ რომელი უფრო გაამართლებს? და რომელი უფრო პრაქტიკული იქნება?

  44. იოსები ამბობს:

    კოკო,

    ბლოგი დამწყებებისთვის და გამოცდილი იუზერებისთვის არ არის სწორი…

    ბლოგზე(ტექნიკურ ბლოგზე ყოველ შემთხვევაში) შენი რეალური გამოცდილება და ყოველდღიურ დეველოპმენტში გაკეთებული პრაქტიკული აღმოჩენები უნდა გადმოსცე…

    მარტივი რთული აბსოლუტურად უმნიშვნელოა ;)

  45. ფასკუნჯი ამბობს:

    იკა, შენ ბლოგს რსს გაუკეთე, უნდა გავაგუგლრიდერო.

  46. ფასკუნჯი ამბობს:

    უი ქონია, მე მაპატიეთ.

  47. xokaido ამბობს:

    მდააა…. მოწოდება რა ძველია და სერიოზული ცვლილებები სამწუხაროდ არ ჩანს… ისე, მე ვუერთდები შენს მოწოდებას,
    საიტი გათიშული მქონდა და ვერ ვბლოგერობდი, ეხლა ჩაირთო და ნელა-ნელა ჩავებმები მეც ამ ფერხულში… blog.xok.ge იქნება ჩემი ბლოგის მისამართი და xokBlog ერქმევა სახელად… :-) მოხარული ვიქნები ერთ ადამიანს მაინც თუ წაადგება ის ინფო რასაც ბლოგზე დავწერ… :-)

  48. იოსები ამბობს:

    @ xokaido

    ძალიან კარგი იქნება თუ ამ საქმესაც მიჰყოფ ხელს, მე მთელი სულითა და გულით მივესალმები ;)

  49. INTELEQTMAN ამბობს:

    ყოჩაღ :)

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"